თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ზღვის პროდუქტები

სად არ უნდა ჭამოთ: Sake Sushi Bar

მელნიკოვას ბინძური დუქნის ისტორია ალბათ ყველას გახსოვთ. ამჯერად ბინძურზე არა, მაგრამ ცუდ მომსახურებაზე ისევ უნდა მოგახსენოთ. ამასწინათ თანამშრომლებმა ლანჩზე პეროს გაშრიალება და სუშიზე სადმე გადარბენა გადავწყვიტეთ. შესვენებაზე დიდი დროის დახარჯვა არავის უნდა და ჩვენც გადავწყვიტეთ წინასწარ ტელეფონით შეგვეკვეთა და დრო დაგვეზოგა. რა გასაკვირია, რომ სუშის რესტორნების უმეტესობას საიტსა თუ ფეისბუქზე ლანჩის შემოთავაზებები

Tiffany: სხვა ხედი თბილისზე და გემრიელობები

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო მეტი ხალხი იყრის თავს იქ, სადაც ღია სივრცე, სუფთა ჰაერი და ჩვენს საყვარელ ქალაქზე ლამაზი ხედია. სინამდვილეში ხომ თბილისი ყოველთვის ლამაზი არ არის, განსაკუთრებით დღისით, როცა მტვრით გაჯერებული ჰაერი ფარავს ყველაფერს, სამაგიეროდ ღამით რომანტიულად განათებული ძველი შენობები აუცილებლად მოგგვრის სიმშვიდეს და შეიძლება საკუთარი თავისაც კი შეგშურდეს, რომ

კალმახი ფოლგაში

დღეს ხარებაა და როგორც ამბობენ, ამ დღის მენიუ თევზისაა. ეს არის ფოლგაში შემწვარი კალმახი. კარგად გარეცხილ და შემდეგ ხელსახოცით შემშრალებულ კალმახს ორივე მხრიდან და შიგნიდან მოვაყარე მარილი (მსხვილი) და დავალაგე ფოლგიან "ჟარონაზე ". მოვიწყვე შუაზე გაჭრილი პომიდორი, რამდებიმე კბილი ნიორი, როზმარინი, ბულგარული წიწაკა და ლიმონის ნაჭრები. მოვასხი ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და ბროწეულის მზა წვენი

Sushi Room: სამოთხე სუშის მოყვარულებისათვის

სუში რუმი ჯერჯერობით ერთადერთია თბილისში არსებულ იაპონურ რესტორანთა შორის, რომელსაც TripAdvisor-ზე ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს. თრიფედვაიზორზე რეიტინგის დამსახურება კი, მოგეხსენებათ მარტივი არ არის. ერთი შეცდომა და ტურისტი სამუდამოდ დაგიტოვებს ცუდ შეფასებას, რომელსაც გუგლიდან ვერ ამოშლი :) ერთ დღესაც ავდექით და სუში რუმს, მოსაშვილზე საფუძვლიანად, დიდი ხნით და ფოტოაპარატით შეიარაღებულები ვესტუმრეთ (თანაც,

როგორ მოვამზადოთ სუში [+VIDEO]

სუშის რამდენიმე რეცეპტი ჩვენს ბლოგზე დიდი ხანია არის და დიდი ხანია მას, ჩვენი მკითხველები წარმატებით იყენებენ. თუ არასდროს არ მოგიმზადებიათ, გადახედეთ ამ რეცეპტებს, უყურეთ "გურმანია"-ს ვიდეოს და დარწმუნდებით, რომ სუშის გაკეთება თქვენც შეგიძლიათ :) შიკაი მაკი სუში სახლში მომზადებული სუში სუში - თინა რევაზიშვილის რეცეპტით სუშის იაპონური რესტორნის მიმოხილვა ბერლინიდან https://youtu.be/_GJymZP_Cik ინგრედიენტები გურმანიას რეცეპტით:

მიდიები ბათუმურად

ყველაფერი სიყვარულით უნდა აკეთო, კერძები კი განსაკუთრებით; გემოს ხომ ინგრედიენტები არ ქმნის, გემოს ქმნის ის ადამიანი, ვინც კერძს აკეთებს და ეს ყველაფერი გაჯერებულია იმ ადამიანების სიყვარულით, ვისთვისაც კერძი მზადდება. მე არ ვიცი, როგორი სიყვარულით იყო გაჯერებული, ის პირველი მიდია, რომელიც სტამბოლის ყველაზე გრძელ ქუჩაზე გავსინჯე, მაგრამ ფაქტია მოვინუსხე, მარმარილოს ზღვიდან ბედნიერებამაც

კრევეტების სალათა

დღეს ჩემი საყვარელი კრევეტების ახალი, ორიგინალური რეცეპტი უნდა შემოგთავაზოთ სახლში მომზადებული მაიონეზით, კაპერსით, ფორთოხლით და კამით. ხომ ძალიან უჩვეულოდ და შეუსაბამოდ ჟღერს? გამოგიტყდებით თავიდან მეც ასე ვიფიქრე. ეს რეცეპტი ერთმა აქაურმა ნაცნობმა გამომიგზავნა. თავიდან ცხვირი ავიბზუე, მაიონეზით როგორ გავაფუჭებდი კრევეტებს? სჯობდა ღვინით, ნივრით და ოხრახუშით მომემზადებინა! მაგრამ კულინარიაში ყველაზე საინტერესო

საკე, მისო და სუში ბერლინურად

სუში, იაპონური სამზარეულო

მოგზაურობის დროს ალბათ ფოტოისტორიებს ყველა ქმნით და ფოტოებს არა მხოლოდ ცნობილი ძეგლების წინ იღებთ, არამედ იმ კერძებსაც უღებთ, რითაც ეს კონკრეტული მოგზაურობა გამახსოვრდებათ. ჩვენს ბლოგზეც ყოფილა ფოტორეპორტაჟები მოგზაურობებიდან. ვაპირებ, ნაწილნაწილ მოგიყვეთ იმ რამდენიმე დასამახსოვრებელი კაფეს თუ რესტორნის შესახებ, სადაც ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე, გერმანიაში სტუმრობისას შევიარე. ბერლინში სუშის მოყვარულმა მეგობრებმა იაპონურ რესტორანში

თევზი არომატულ მარინადში

დღეს თევზის მომზადების ჩემს  ერთ-ერთ ფავორიტ რეცეპტს გაგიზიარებთ, რომელიც განსაკუთრებით უხდება თეთრი თევზის სახეობებს. სცადეთ და გამოზიარეთ თქვენი  შთაბეჭდილებებიც :) დაგჭირდებათ: 600 თევზის ფილე 1 პატარა ლიმონი 1 ჩ.კ მდოგვი 2 ს.კ ზეითუნის ზეთი მარილი, პილპილი 1 ჩ.კ დაჭრილი კამა ლიმონს ავახეხოთ ცედრა და გამოვწუროთ წვენი. შევურიოთ მდოგვი, ზეთი, პილპილი და კამა. თევზის

სოკო ზღვის პროდუქტებით

ვისაც სოკო და ზღვის პროდუქტები უყვარს და თანაც, საჭმლის მოსამზადებლად ბევრი დრო არ აქვს, ეს რეცეპტი მისთვის მისწრებაა. დაგჭირდებათ: ზღვის პროდუქტის კოქტეილი - 450 გრ ქამა სოკო - 200 გრ კამა - 1 დიდი კონა ნიორი - ერთი თავი ხახვი - ერთი თავი პომიდორი (ჩერი) - 350 გრამი კარაქი - 30 გრ მარილი, შავი პილპილი და უცხო სუნელი -

Fish cake – ანუ თევზის კატლეტები

ესკოლარი (იგივე „მასლიანკა“) ძალიან ნაზი და გემრიელი თევზია, ცოტა ფხებით. მისგან შესანიშნავი კატლეტი მზადდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ ცხიმიანი თევზია, კატლეტები მსუყე სულაც არ არის. 800 გ ესკოლარის ფილე 3  საშუალო ზომის კარტოფილი 1-2 თავი ხახვი 1 კონა კამა მარილი პილპილი 1 კვერცხი თევზი, მწვანილი, ხახვი და კარტოფილი ხორცსაკეპში გავატაროთ. 

თევზი ბოსტნეულის სოუსში

დღევანდელი რეცეპტი გახლავთ თევზი ბოსტნეულის არომატულ სოუსში.  რა თქმა უნდა, გემრიელია - როგორც ყველა რეცეპტი ამ ბლოგზე :D  თან სწრაფადაც მზადდება. თვითონ თევზი იძენს შესანიშნავ არომატს და გემოს. გამოდგება ნებისმიერი თევზი, განსაკუთრებით თეთრი, ნაკლებ ცხიმიანი და უფხო თევზეული. ამ ჯერად მე მქონდა ნოტოტენია, მაგრამ კარგი გამოდის კალმახითაც. 800 გ თევზი ნოტოტენია 500 გ

Top