თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ვეგეტარიანული

ვიდეორეცეპტი: გოგრის კრემსუპი ტკბილი კარტოფილით

ავტორი: თამუნა ნადირაძე გოგრის კრემსუპის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 2 ც პატარა კვახი (მსხლის ფორმის) 2 ც სტაფილო 1 ც ტკბილი კარტოფილი 1 ც ჩვეულებრივი კარტოფილი (საშუალო ზომის) 5-6 ცალი ბროკოლის პატარა თავები 1 ც ხახვი პაპრიკა (ბულგ.წიწაკა) / ნიორი / მარილი და ნაღები გემოვნებით   მომზადება 1) გათლილი ბოსტნეული კუბებად დაჭერით და მოხარშეთ ერთად. ბროკოლი ბოლოს დაამატეთ, ძალიან რომ არ ჩაიხარშოს. 2) ხახვი

უგემრიელესი გოზინაყი კვახის კაკლით

ახლა გაგიზიარებთ როგორ გააკეთოთ საოცარი გოზინაყი, უნიგვზოდ. ნიგვზის გოზინაყი უპირობოდ გოზინაყთა მეფეა, მაგრამ ვინ გვიშლის სხვანაირიც გავაკეთოთ? აქვე გეტყვით, რომ მზესუმზირითაც ვცადე და დიდი ვერაფერი. კარგი საკნატუნო რამეა, მაგრამ ხალვის გემო აქვს, ახალი და საინტერესო არაფერია. აი გოგრის თესლით, ანუ როგორც დასავლეთ საქართველოში იტყვიან - კვახის კაკლით და გნებავთ "წერეთლის მწვადებით"

კენკრის ჰაეროვანი დესერტი გაწურული მაწვნით

კენკრის სეზონზე, პაპანაქება სიცხეში დესერტიც ცივი და თან, რაც შეიძლება მარტივი უნდა იყოს, ასე ვთქვათ, კეთებისას რომ კიდევ უფრო არ დაგცხეთ :D ამიტომაც, დღეს გთავაზობთ კენკრის და მაწვნის გემრიელ დესერტს, რომელიც ცხელ ზაფხულს გაგიგრილებთ და გაგაბედნიერებთ. ინგრედიენტები 500 მლ. მაწონი 120 გრ. შაქარი ვანილის შაქარი ერთი ჩ/კ. ლიმონის წვენი 1 ს/კ. ან ცედრა 400 მლ. ნაღები მარწყვი, ჟოლო

ხილის ყინული თქვენთვის და ბავშვებისთვის

ზაფხული არის ნაყინის სეზონი. კონდიციონერთან თუ ქუჩაში, ნაყინი და გაზიანი სასმელი ფაქტიურად სულ გჭირდება. ჰოდა ეს ყველაფერი კალორიებია და არც ისე ჯანსაღი. სახლისთვის შეგიძლიათ ასეთი ალტერნატივა გააკეთოთ: 1. ყიდულობთ ხილს (ვაშლატამა, ნესვი, მარწყვი, კენკრა, რაც გნებავთ) 2. ყიდულობთ ერთჯერად ჭიქებს, ოღონდ პატარებს. თუ იპოვით, ხის ჯოხებსაც 3. აბლენდერებთ ხილს რაც შეიძლება კარგად, ერგვაროვან ფაფამდე 4.

საზამთროს და ნესვის სალათი მარილით და ბაზილიკით

სათაურში ყველაფერი წერია და მეტი როგორღა აღვწერო რეცეპტი, ვფიქრობ. ალბათ უბრალოდ უნდა დაგარწმუნოთ, რომ გასინჯოთ. თუ ნესვი მარილით გიყვართ, ეს სალათიც აუცილებლად მოგეწონებათ. ჭრი ნესვს და საზამთროს პატარა კუბიკებად, აყრი მარილს და აფრქვევ გამხმარ ბაზილიკს. სულ ესაა. ვინც სკეპტიკურად უყურებთ, გაგახსენებთ, რომ პომიდორიც ბოსტანში იზრდება, იქვე საზამთროსა და ნესვის გვერდით და აუცილებლად ხილი

მოხალული ნუში როზმარინით – ენერგიისთვის

ნუში ძალიან სასარგებლოა. როგორც თხილეულთა უმეტესობა, ენერგიის წყაროც არის. შეგიძლია შენ თვითონ მოხალო სასურველ სურნელებსა  და არომატებში. ტკბილი და კარამელიზებული გადასარევია, მაგრამ სუოერკალორიული. ამიტომ მარილიანი ვერსია ვცადე.  მინდა გითხრათ, რომ მარილსაც გვარიანად ისრუტავს, მაგრამ მშრალზე ჩამოიფერთხება. 2 ჭიქა ნუშზე 2 სუფრის კოვზი მარილი, ამდენივე ხმელი როზმარინი და ნახევარი ჩაის კოვზი შავი პილპილია საჭირო.  რეცეპტის

ჩიჟი ბიჟი

ჩიჟი ბიჟი თუ ჩიჟი პიჟი, ამის გაკეთება ყველამ იცის. მოდი მაინც დავწეროთ :)  საჭიროა პომიდორი 4-5 ც კვერცხი 4 ც ხახვი 1 თავი ნიორი 2 კბილი ზეთი 3-4 სუფრის კოვზი მწვანილი გემოვნებით (მაგ. ოხრახუში და რეჰანი ან ქორფა ბაზილიკი) მარილი, წიწაკა, პილპილი, ხმელი ბაზილიკი, ორეგანო მომზადება ტაფაზე ვასხამთ ზეთს, ვჭრით ხახვს სასურველი ზომის ნაჭრებად და ვბრაწავთ საშუალო ცეცხლზე (კარამელიზაციისთვის უხდება

კალმახი ფოლგაში

დღეს ხარებაა და როგორც ამბობენ, ამ დღის მენიუ თევზისაა. ეს არის ფოლგაში შემწვარი კალმახი. კარგად გარეცხილ და შემდეგ ხელსახოცით შემშრალებულ კალმახს ორივე მხრიდან და შიგნიდან მოვაყარე მარილი (მსხვილი) და დავალაგე ფოლგიან "ჟარონაზე ". მოვიწყვე შუაზე გაჭრილი პომიდორი, რამდებიმე კბილი ნიორი, როზმარინი, ბულგარული წიწაკა და ლიმონის ნაჭრები. მოვასხი ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და ბროწეულის მზა წვენი

ლამაზი და გემრიელი ბლინები სოკოთი

ეს არის ბლინები სოკოს უგემრიელესი შიგთავსით. თან ლამაზია, თან უფრო ჯანსაღი, ვიდრე გადახვეული და შემდეგ ტაფაზე ზეთში ყველა მხრიდან შემწვარი. მასალა ხის სოკო -500 გრ სულგუნი - 300 გრ ხახვი - 1 საშუალო ზომის დაფქული შავი პილპილი, მარილი მომზადება ბლინების ცომის რეცეპტი ნახეთ აქ. შიგთავსი კი მოამზადეთ ასე: კარგად გარეცხილ და დაწრეტილ სოკოს მოვბრაწავთ ზეთში ხახვთან ერთად. სოკო რომ მზად იქნება,

დუკანის მჭადი ყვავილოვანი კომბოსტოსგან

ცოტა ხნის წინს ინტერნეტში ვნახე ვიდეო, "როგორ მოვამზადოთ ყვავილოვანი კომბოსტოსგან პიცა", და ვიფიქრე, რადგან დუკანის დიეტას ვიცავ, ბოსტნეულის დღეებში პიცა ხომ არ გამეკეთებინა მეთქი. მერე, ცოტა კიდევ დავფიქრდი და ვიფიქრე, თუ პიცა გამოდის, მჭადი რატომ არ გამოვა მეთქი? ხოდა შევუდექი ჯადოქრობას, დიახ, ჯადოქრობაა აბა რა არის, ყვავილოვანი კომბოსტოსგან მჭადის გამოცხობა რომ

Top