თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ეს საინტერესოა (Page 2)

9 არასაბავშვო ტორტი (18+)

თუ ტორტისთვის იდეები შემოგაკლდათ ან სტუმრების შოკში ჩაგდება გადაწყვიტეთ, ეს ფოტოები აუცილებლად გამოგადგებათ! ;)      იხ. წყარო.

7 მითი პასტას (მაკარონის) შესახებ

პასტას (მაკარონის) მომზადების შესახებ არსებობს უამრავი მითი და ლეგენდა, რასაც შეცდომაში შეყავს ბევრი ახალბედა თუ ძველბედა კულინარი და შედეგი აღარ არის ხოლმე ისეთი კარგი, როგორიც უნდა იყოს :) განვიხილოთ სათითაოდ. დაამატეთ წყალში ზეთი. არა! არავითარ შემთხვევაში. ეს მხოლოდ ზედმეტად სრიალას გახდის თქვენს პასტას და ჩანგლიდან თეფშზე გადმოგეყრებათ. კარგად გაწურეთ. არც ეს! აუცილებელი არაა წყლის ბოლო წვეთიც

წყლის, მარილისა და ხმის ულამაზესი ექსპერიმენტი

ნახეთ და დატკბით, რა ხდება, როცა სხვადასხვა სიხშირის ხმაური ზემოქმედებს წყალზე და მარილის კრისტალებზე: http://youtu.be/uENITui5_jU http://youtu.be/wvJAgrUBF4w    

ნუშჩახუტებული დათუნიები

იაპონური წარმოშობის ფრანგი კულინარის, მაა ტამაგოსანის შექმნილმა უსაყვარლესმა დათუნიებმა მსოფლიო ვებსივრცე მოიარა და ბოლოს BoredPanda-ზე, იქიდან კი - ჩვენს ბლოგზეც აღმოჩნდა. მაა ტამაგოსანი გვირჩევს გავაკეთოთ მარტივი ცომი: 110 გრამი ფქვილი + 20 გრამი კარტოფილის ფქვილი + მწიკვი მარილი + 10გრ თაფლი + 30 მლ ზეთი + 40 გრ შაქრის სიროფი ან შაქარი. ეს

6 ხილი, რომელსაც (თურმე) არასწორად ჭრიდით

ძალიან საინტერესო ვიდეო, როგორ უნდა დავჭრათ ხილი სწორად. ოღონდ, სულ ბოლო კადრამდე რომ მიხვალთ, ძალიან არ აღშფოთდეთ. თუ არ დაიზარებთ, უბრალოდ აიღეთ ვიდეოკამერა ან მობილური, ჩაწერეთ ვიდეო და ვაჩვენოთ, როგორ უნდა ხილის სწორად დაჭრა! :D https://www.youtube.com/watch?v=l_wDZnypJTA

ჰაროლდ მაკგი და მისი კულინარიული ბიბლია

ჰაროლდ მაკგი მზარეული არ არის, მაგრამ ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა კულინარიულ სამყაროში.  მისმა წიგნებმა დიდი გავლენა მოახდინა ისეთ ცნობილ მზარეულებზე, როგორიც ჰესტონ ბლუმენტალი და ჯეიმი ოლივერია.  პირველი მათგანი, კარიერის დასაწყისში, თანამშრომლობდა კიდეც მაკგისთან და სწორედ მასთან ეზიარა საჭმლის ქიმიასა და ფიზიკას. ალბათ გაოცდებით, როდესაც შეიტყობთ, რომ მაკგი პროფესიით ქიმიკოსი სულაც

რატატუი სტუმრად “გურმანია”-ში [+VIDEO]

ეს ამბავი ასე იყო. ტელეფონმა დარეკა, ძალიან საყვარელმა გოგონამ საზოგადოებრივი მაუწყებლისა და გადაცემა "გურმანიას" სახელით თანამშრომლობა შემომთავაზა. მედიასთან მწარე გამოცდილება კი გვაქვს, ერთი-ორი, ამიტომაც, ყველა შემოთავაზებაზე ტაიმ-აუტს ვიღებთ, ვიდრე საბოლოო პასუხს გავცემთ. ამიტომაც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში გოგოებს - ნინოს და თამუნას შევეხმიანე და აზრი ვკითხე. შეხვედრაზე შევთანხმდით და ერთ დღესაც,

სოფი ლორენის რეცეპტები და მოგონებები

სოფი ლორენი - შესანიშნავი არტისტი და მსოფლიოს ერთერთი  ყველაზე ლამაზი ქალი. ხშირად სწორედ ასეთ სიტყვებს გავიგონებთ მის შესახებ. მაგრამ, ბევრმა შეიძლება არც იცის, რომ ყველაფერთან ერთად ის არაჩვეულებრივი კულინარია. ახლა, როცა მის მხრებს უკან თითქმის სამოცდაათი  განვლილი წელია, ერთგვარი სიამაყითაც კი ამბობს, რომ მისი ცხოვრება არ იქნებოდა ასეთი, რომ არა ის

კრეატიული ლანჩი ჯიუტი ბავშვებისათვის

თუ თქვენმა შვილმა მოიწყინა, უმადობას უჩივის ან უბრალოდ ჯიუტობს, ჩართეთ კრეატივი და მოუმზადეთ ასეთი ლანჩი. და თუ თქვენ ამას მართლა მოახერხებთ, აუცილებლად გადაუღეთ ფოტო და გამოგვიგზავნეთ!   რომელია თქვენი ფავორიტი დიზაინი? არ დაიზაროთ, მიუთითეთ

ჰელოუინის გემრიელი და შემაძრწუნებელი მენიუ

ჰელოუინი ახლოვდება. საქართველოში ეს დღე პოპულარული არ არის და მას მგონი მხოლოდ რამდენიმე ბარში/კლუბში, უბრალოდ კოსტიუმირებული საღამოთი აღნიშნავენ და სამწუხაროდ, ზოგიერთი მონაწილისათვის საინტერესო კოსტიუმით ქუჩაში გამოსვლა უკვე არაერთხელ გახდა შეხლა-შემოხლის მიზეზი :/ ქართულ ჰელოუინზე თვალებ- და პირ-ამოჭრილი გოგრაც იშვიათია და უცნაური ტორტებიც. ვერ ვიტყვი, რომ ამ ტორტებიდან თუ ნამცხვრებიდან რომელიმეს ჭამის

პირველი ლიმონი – პატარების მჟავე გამოცდილება

ფოტოგრაფებმა, დევიდ ვეილმა და ეპრილ მეისიბორკამ საინტერესო ფოტოსერია გადაიღეს: პატარა ბავშვებს ლიმონი გაასინჯეს და მათი რეაქციები ფოტოებზე აღბეჭდეს. იხილეთ ფოტოები და ისიამოვნეთ პატარების მჟავე სახეებით :)                         წყარო: http://www.demilked.com/toddlers-tasting-lemon-for-the-first-time/

10 ყველაზე საშიში შხამქიმიკატის სია, რომლებთანაც თითქმის ყოველდღე გვაქვს შეხება

პოსტი მომზადებულია Nana Serafimović-ის მიერ, სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით. ლურჯი შრიფტით მონიშნულია ჩვენს მიერ ჩამატებული დაზუსტებები. ეს არის 10 ყველაზე საშიში შხამქიმიკატის სია, რომლებთანაც თითქმის ყოველდღე გვაქვს შეხება, იქნება ეს საკვების თუ კოსმეტიკა-ჰიგიენის პროდუქტების სახით. ჩამოვწერ მათ მოკლე განმარტებებით:   1. ასპარტამი - Aspartam, Neotam და ე.წ. მონსანტო-შხამი: კოკა-კოლის და პეპსის ლაით ვარიანტებში, ტაბლეტებში (განსაკუთრებით გასახდომ და

Top