თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ეს საინტერესოა

აღფრთოვანებული მიშლენის ინსპექტორები ქართულ რესტორანში

სულ რამდენიმე საათის წინ, მიშლენის ინსპექტორების ინსტაგრამზე ქართული ფხალეულის ფოტო გამოჩნდა, აღფრთოვანების გამომხატველი ტექსტით. ეს ამბავი შეიძლება გამოგვრჩენოდა კიდეც, ამერიკაში საქართველოს ელჩს, დავით ბაქრაძეს რომ არ გაეზიარებინა ფეისბუქზე :) როგორც ჩანს, მიშლენის ექსპერტები რესტორანმა "სუფრამ" (ვაშინგტონი, აშშ) და ნიგვზიანი ბადრიჯნისა და ჭარხლის გემომ მართლა მოხიბლა. ვნახოთ დაიმსახურებს თუ არა ვაშინგტონში რამდენიმე თვის წინ

ქვენტინ ტარანტინოს ვიდეორეცეპტები

ნახეთ გენიალური ვიდეო, როგორი იქნებოდა ვიდეორეცეპტები, ქვენტინ ტარანტინოს რომ გადაეღო!

7 რამ, რაც აუცილებლად უნდა გასინჯო იტალიაში

იტალიაში მოგზაურობისას ერთერთი ყველაზე დიდი სირთულე ისაა, რომ ყველაფრის შეჭმას ვერ მოახერხებ. არც დრო გეყოფა ამისთვის და არც ადგილი კუჭში. თუმცა, არის რაღაც, რაც აუცილებლად უნდა გასინჯო იქ. არავითარი მაკდონალდსები, სტარბაქსები (რომელმაც უკვე იტალიაშიც შეაღწია!) და სხვა ფასთფუდები. იტალიაში აუცილებლად უნდა ჭამო: 1. პიცა ნეაპოლიტანური თუ რომანული, უფრო სქელი ცომით და პატარა, თუ

უნიკალური ტაილანდი: ჩილი, პად ტაი, მატლები და ყინულიანი ლუდი

"გუავა და ჩილი, პად ტაი, ლურჯი კრაბის მყრალი სალათა, მატლები და ყინულიანი ლუდი. უკან მინდა!" - ბაკო ძაგნიძე. მე ტაილანდში არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ბანგკოკის ქუჩებში გადაღებული ეს ვიდეო საკმარისია იმისთვის, რომ ტაილანდში წასვლა და საკუთარ კუჭზე ექსპერიმენტების ჩატარება მომინდეს. ტაილანდური სამზარეულო სიცხარითაა ცნობილი. კერძები ძირითადად ნახევრადუმია, ძლიერი არომატითა და სუნელებით. ის ერთდროულად

8 მიზეზი – რატომ ვერ ვწყვეტთ ჭამას

შიმშილი ის მდგომარეობაა, როდესაც ორგანიზმი საზრდოს რაც შეიძლება სწრაფად ითხოვს. ხანდახან ეს შიმშილი გადამეტებულია. ჩვენ ვსაუბრობთ იმ დღეებზე, როდესაც ლანჩის შემდეგ,  20 წუთში  (მას შემდეგ რაც ორი ადამიანისთვის საკმარის საკვებს მიირთმევთ) კვლავ გშივდებათ. შესაძლოა ეს ყოველდღიურად მეორდებოდეს. საშინელებაა. „ჭამის მადის მატება ნორმალურია სპორტდარბაზში სიარულის, მენსტრუალური ციკლის, ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს“

ნესვისა და მსხლის ჯემი ტარხუნით – ფოკას დედათა მონასტრიდან

პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ კულინArt-ში. როდესაც ჯავახეთიდან თბილისში დავბრუნდი, ვფიქრობდი, რომ აუცილებლად მოვყვებოდი უფრო დეტალურად ფოკას დედათა მონასტერზე, საოცარ ქალბატონზე - დედა ელისაბედზე, უგემრიელეს ყველზე და იქვე მოდუღებულ ახალდაფქულ, სურნელოვან ყავაზე, ტარხუნიანი ნესვისა და დაფნიანი ლეღვის საოცარ ჯემებზე, „ბეიბი“ ლობიოზე, რომელიც მონასტრის ბოსტანში უნდათ, რომ მოაშენონ და უკვე გახარებულ მწვანე ყაბაყსა და

მესხური ყველი – ტენილი

ტენილი მესხური ყველის ნაირსახეობაა, რომელსაც დასამწიფებლად ქოთანში ტენიან. თუმცა ყველის მომზადების მთავარი "მუღამი" და სირთულე არა ქოთანში ჩატენვაში, არამედ ჩატენვამდე მის დამუშავებაშია. ყველის მოსამზადებლად მაღალი ცხიმიანობის რძეს იყენებენ, რასაკვირველია - ცხიმგამოუცლელად. ამიტომ, ეს ყველი საკმაოდ ძვირადღირებულია. ძვირადღირებულია იმ სირთულის გამოც, რაც მის მომზადებას ახლავს თან. ნახეთ საინტერესო ვიდეო ამ თემაზე: // ჩვენი ისტორია....ასე

როგორ მოვიყვანოთ სპაგეტი ხეზე

ეს ამბავი 1957 წელს ბევრმა დაიჯერა და მსოფლიოში, სატელევიზიო და საპირველაპრილო ტყუილების სათავეშიც დამსახურებულად დგას. 1957 წელს BBC-მ, გადაცემა "პანორამა"-ში აჩვენეს შვეიცარიელი ფერმერები, რომლებიც ხიდან ნორჩი სპაგეტის ჩხირებს კრეფდნენ, აშრობდნენ და ამზადებდნენ. https://www.youtube.com/watch?v=tVo_wkxH9dU ტყუილი არა მხოლოდ უამრავმა ადამიანმა დაიჯერა და ინტერესით დარეკა რედაქციაში, სად უნდა ეშოვათ სპაგეტის ხის ნერგი, არამედ თავად ბიბისის დირექტორმაც კი

როგორ “მზადდება” გაყინული ქათამი [+VIDEO]

თქვენც ყიდულობთ ლამაზ, დაბუსკუნებულ-დაპიტკინებულ, მსუქან და ხორციან გაყინულ ქათამს, იდეალური მრგვალი - რუბენსის ფორმებით? ქვემოთ იხილავთ, როგორ მზადდება ასეთ ქათმები, თურმე ყველგან :( ეს ქათმის წარმოების საერთაშორისო და აღიარებული პრაქტიკაა. ის დრო, როცა წონაში ისარგადაწეული სასწორით გვატყუებდნენ, წავიდა. ახლა ყველაფერი უფრო მაღალტექნოლოგიურად ხდება. უკეთეს შემთხვევაში ქათამს მხოლოდ წყლით ბერავენ, უარეს შემთხვევაში კი მარილით, დანამატებით,

სტიმოროლი, იუპი, ზუკო და სხვა

ვისი ბავშვობაც 1990-იან წლებს დაემთხვა, იმათ ეს ფოტოები აუცილებლად გაახსენებს მაშინდელ დროს, სანთლით საძებარ პროდუქტებს, ვინ იცის რისგან დამზადებულ ტკბილეულს, რომელიც იმდენად გემრიელი იყო, რამდენადაც რთულად საშოვნი.

ტორტი ნაკლები კალორიებით

ინტერნეტში საინტერესო რჩევებს წავაწყდი და სპეციალურად რატატუის მკითხველებისათვის გადმოვაქართულე. თუ გინდათ, რომ ტკბილეული არ აიკრძალოთ და თან, კალორიებით არ გადატვირთოთ ორგანიზმი, მაშინ ისეთი ტკბილეული შეარჩიეთ, რომელიც თქვენს ფიგურას ნაკლებად ავნებს. მაგალითად, თურმე შესაძლებელია ტორტის კალორიები თითქმის გავანახევროთ, თუ კარგად მოვიფიქრებთ ინგრედიენტებს ;) დააკვირდით ფოტოს და გააკეთეთ სწორი არჩევანი, როგორი ტორტი უნდა

იაპონური სამზარეულო – საჭმელი პლასტმასისგან

ასე გამოიყურება იაპონური მაღაზიების თუ კაფე-რესტორნების ვიტრინები, უგემრიელესი იაპონური სამზარეულო და მრავალფეროვანი კერძები მადას აღუძრავს ნებისმიერ გამვლელს და ითანხმებს, რომ შეუკვეთოს. სინამდვილეში კი... სინამდვილეში ეს ყველაფერი ხელოვნურია და ასეთი "საჭმლის" მოსამზადებლად იაპონელები ხშირად 21 საუკუნის თანამედროვე ტექნოლოგიებს კი არა, უბრალო ცვილს, პლასტმასს, წყალს და მარჯვე ხელებს იყენებენ. უყურეთ და ისიამოვნეთ ამ

Top