თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > დაბალკალორიული

ხილის ყინული თქვენთვის და ბავშვებისთვის

ზაფხული არის ნაყინის სეზონი. კონდიციონერთან თუ ქუჩაში, ნაყინი და გაზიანი სასმელი ფაქტიურად სულ გჭირდება. ჰოდა ეს ყველაფერი კალორიებია და არც ისე ჯანსაღი. სახლისთვის შეგიძლიათ ასეთი ალტერნატივა გააკეთოთ: 1. ყიდულობთ ხილს (ვაშლატამა, ნესვი, მარწყვი, კენკრა, რაც გნებავთ) 2. ყიდულობთ ერთჯერად ჭიქებს, ოღონდ პატარებს. თუ იპოვით, ხის ჯოხებსაც 3. აბლენდერებთ ხილს რაც შეიძლება კარგად, ერგვაროვან ფაფამდე 4.

Tiffany: სხვა ხედი თბილისზე და გემრიელობები

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო მეტი ხალხი იყრის თავს იქ, სადაც ღია სივრცე, სუფთა ჰაერი და ჩვენს საყვარელ ქალაქზე ლამაზი ხედია. სინამდვილეში ხომ თბილისი ყოველთვის ლამაზი არ არის, განსაკუთრებით დღისით, როცა მტვრით გაჯერებული ჰაერი ფარავს ყველაფერს, სამაგიეროდ ღამით რომანტიულად განათებული ძველი შენობები აუცილებლად მოგგვრის სიმშვიდეს და შეიძლება საკუთარი თავისაც კი შეგშურდეს, რომ

კალმახი ფოლგაში

დღეს ხარებაა და როგორც ამბობენ, ამ დღის მენიუ თევზისაა. ეს არის ფოლგაში შემწვარი კალმახი. კარგად გარეცხილ და შემდეგ ხელსახოცით შემშრალებულ კალმახს ორივე მხრიდან და შიგნიდან მოვაყარე მარილი (მსხვილი) და დავალაგე ფოლგიან "ჟარონაზე ". მოვიწყვე შუაზე გაჭრილი პომიდორი, რამდებიმე კბილი ნიორი, როზმარინი, ბულგარული წიწაკა და ლიმონის ნაჭრები. მოვასხი ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და ბროწეულის მზა წვენი

დუკანის ქათმის სალათი უმაიონეზოდ

დუკანის დიეტა რომ უგულავას დიეტაზე პოპულარულია და არა მხოლოდ საქართველოში, ალბათ მოგეხსენებათ. თუმცა ეს ქათმის სალათა არა მხოლოდ მოდიეტეებს გამოადგებათ. იცით, რომ ჩვენ მაიონეზი არ გვიყვარს. არა, როგორ არ გვიყვარს, ძალიანაც გემრიელია, მაგრამ მავნე. გამოსავალი სახლში დამზადებული მაიონეზის მოხმარებაა. ამ შემთხვევაში კი უფრო ჯანსაღ პროდუქტს ვიღებთ, მაგრამ კალორიების ზედოზირება მაინც გარდაუვალია. ჰოდა

დუკანის მჭადი ყვავილოვანი კომბოსტოსგან

ცოტა ხნის წინს ინტერნეტში ვნახე ვიდეო, "როგორ მოვამზადოთ ყვავილოვანი კომბოსტოსგან პიცა", და ვიფიქრე, რადგან დუკანის დიეტას ვიცავ, ბოსტნეულის დღეებში პიცა ხომ არ გამეკეთებინა მეთქი. მერე, ცოტა კიდევ დავფიქრდი და ვიფიქრე, თუ პიცა გამოდის, მჭადი რატომ არ გამოვა მეთქი? ხოდა შევუდექი ჯადოქრობას, დიახ, ჯადოქრობაა აბა რა არის, ყვავილოვანი კომბოსტოსგან მჭადის გამოცხობა რომ

Top