თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბურღულეული (Page 2)

ბრინჯის ტკბილი ფლავი

ბრინჯის ტკბილ ფლავს ალბათ ყველა აკეთებთ. გემრიელი და მარტივი კერძია.  ჩემი პატარა საიდუმლო, მისი მომზადების დროს, ფორთოხლის ცედრის დამატება გახლავთ, რომელიც საოცარ არომატს და გემოს სძენს ისედაც გემრიელ ფლავს.   1 ჭ გრძელი ბრინჯი ბასმატი 1/3 ჭ დაჭრილი ნიგოზი 50 გ კარაქი (შეიძლება ზეთი ან მარგარინიც, თუ მარხულობთ, მაგალითად) 50 გ შაქარი ვანილი 1/3 ჭ ქიშმიში, ამდენივე

ტკბილი ფლავი

მარხვაზე მყოფთათვის (და არა მხოლოდ) ტკბილი ფლავი ერთერთია გემრიელობათაგან :) ტკბილ ფლავს სხვადასხვაგვარად აკეთებენ, მშრალს, ცხიმიანს, ცოცხალი ხილით, ჩირით თუ მურაბით. ჩემს ვერსიაში 250 გრამი ორთქლში გამოყვანილი ბრინჯი გამოვიყენე, 1/2 კომში, 1 ვაშლი, 10 ცალი გარგარის ჩირი, 1 მუჭი ქიშმიში და 3 სუფრის კოვზი ფორთოხლის ცუკატები (რომელიც მე თვითონ გავაკეთე ნინოს რეცეპტის

როცა გშია, ზაქარია.. ანუ პრასის ფხალი ნაღებში

"როცა გშია, ზაქარია, ცივი მჭადიც შაქარია" ~ ხალხური სიბრძნე სინამდვილეში პრასი ნაღებით და ნიგვზით, ძალიან გემრიელი გამოვიდა. გულწრფელად დამეზარა  ტრადიციული ქართული რეცეპტის ინსტრუქციისამებრ მთლიანი პრასების მოხარშვა და ნიგოზში ბუდეებად დახვევა. 2 შეკვრა პრასი დავჭერი, 5 წუთით მდუღარეში ჩავყარე და მოვხარშე, შემდეგ კი გავწურე და გავაგრილე. ცხელ ტაფაზე ცოტა კარაქი დავდე და 2 კბილ, წვრილად დაჭრილ

კრეატიული ლანჩი ჯიუტი ბავშვებისათვის

თუ თქვენმა შვილმა მოიწყინა, უმადობას უჩივის ან უბრალოდ ჯიუტობს, ჩართეთ კრეატივი და მოუმზადეთ ასეთი ლანჩი. და თუ თქვენ ამას მართლა მოახერხებთ, აუცილებლად გადაუღეთ ფოტო და გამოგვიგზავნეთ!   რომელია თქვენი ფავორიტი დიზაინი? არ დაიზაროთ, მიუთითეთ

პაე(ლ)ია

ეს კერძი, ესპანეთში, ახალდაჭერილი ზღვის პროდუქტით,  ალბათ ათასჯერ გემრიელია. არომატიც იქაური ჰაერით, იქაური ზღვით და მზით ექნება გაჯერებული.   თუ ასეთი მზარეული მოგიმზადებთ, შეიძლება კიდევ უფრო მეტადაც აღფრთოვანდეთ  :D                     მაგრამ ჩვენებურ პაეიასაც არაფერი დაეწუნებოდა :)  მშვენიერი სადილი გამოგვივიდა.   300 გ ბრინჯი 6 დიდი კრევეტი სამეფო 1-2 კალმარი 200 გ კრევეტები (მომცრო ზომის) 150 გ მწვანე ლობიო 100

უზბეკური ფლავი ქათმით

უზბეკური ფლავი ქათმით ისეთივე გემრიელია, როგორც მისი ტრადიციული ვერსია.  სპეციალურად ამ კერძისთვის, ძირას თესლი ვიყიდე, უშუალოდ მომზდების წინ ჩავნაყე სანაყში და ისე დავამატე. არომატს ვერ აღვწერ! სასწაული :)  საერთოდ სანელებლები, მოგეხსენებათ, ახალდაფქული უფრო ძლიერი და გემრიელია, ამიტომ, ძირითადად მთლიან მარცვლებს ვყიდულობ. კერძთან არაფერ შუაშია, მაგრამ  აქვე აღვნიშნავ, რომ ახალდაფქულ კარდამონს

ოსპის სალათა

ოსპი ძალიან სასარგებლო მარცვლეულია. მას ადრე ღარიბების ხორცს უწოდებდნენ, რადგან დიდი რაოდენობით ცილას და B ჯგუფის ვიტამინებს შეიცავს, ამასთანავე ნოყიერია და ორგანიზმიც ადვილად ითვისებს. მეც ვცდილობ ხშირად ჩავრთო ჩემს რაციონში, სხვადასხვანაირად მოვამზადო, გავხადო უფრო გემრიელი, რადგან, უნდა ვაღიარო, მაინც და მაინც არ ვგიჟდები მის გემოზე :D   1 ჭ ყავისფერი ოსპი (ჭიქა=

ქათმის ბურთულები ნაღებში

დამეთანხმებით, ალბათ, რომ ქათამი, ნაღები და ბრინჯი ძალიან კარგი შეხამებაა.   ამ კერძს თუ მოამზადებთ, კიდევ ერთხელ დარწმუნდებით ამაში.   400-500 გ ქათმის ფილე 1 სმ ჯანჯაფილის ფესვი 2-3 ღერი ოხრახუში და ამდენივე პიტნა 1 კვერცხის ცილა 1 ხახვი 1 კბ ნიორი წიწაკა მარილი 1 ნაჭერი პური 200 გ ნაღები 20% მწვანე ხახვი ან ოხრახუში მოსაყრელად მოხარშული ბრინჯი ბასმატი გარნირად   პური დავალბოთ წყალში და

ბრინჯი ნაღებით და სოკოთი რიზოტოს მოტივებზე

მომზადების დრო: 20-25 წთ მასალა: ბრინჯი (ბასმათი ან parboiled) - 400 გრ ქამა სოკო: 200 გრ (8-10 ცალი) სტაფილო: 2 ც, საშუალო ზომის ნაღები: 80-100 გრ კარაქი: 30-40 გრ სოიოს სოუსი: 6-8 სუფრის კოვზი ხახვი: 1 თავი (საშ. ზომის) ზეითუნის (ან სხვა) ზეთი: 4-5 ს/კ მარილი, შავი პილპილი, ორეგანო, როზმარინი (1/2 ჩაის კოვზი, გემოვნებით) მომზადება: ეს კერძი რიზოტოს მოტივებზე გავაკეთე, ჩვეულებრივი parboiled

ნიგვზიანი ოსპი

მიუხედავად იმისა რომ ოსპი ჩემი ფავორიტი პროდუქტების სიაში  პირველ ადგილზე არ დგას, მაინც ხშირად ვამზდებ, რადგან ვიცი,ძალიან სასარგებლოა.  ძველად ოსპს "ღარიბების ხორცს" ეძახდნენ.  მით უფრო სასარგებლოა მათთვის ვინც ხორცს არ მიირთმევს. ნიგოზი, მოგეხსენებათ, ყველაფერს აგემრიელებს. მისი წყალობით ეს კერძიც მშვენიერ სადილად   იქცა.   300 გ ყავისფერი ოსპი (blonde) 2 სტაფილო 1 თავი ხახვი 1 -2

ბრინჯის ფაფა კარამელიზებული ხილით

უქმეებზე საუზმეც განსაკუთრებულია : ვიღვიძებთ გვიან, ცოტას ვნებივრობთ, შემდეგ ვამზადებთ რაიმე გემრიელს, მარტივს, მაგრამ განსხვავებულს :) ეს ბრინჯის ფაფაა, არაფერი განსხვავებული არ იქნებოდა რომ არა ეს კარამელიზირებული ხილი -ასე ლამაზი და გემრიელი ♥ 2-3 ულუფისთვის დაგვჭირდებათ: 1 ჭიქა (250) მრგვალი ბრინჯი 1 ჭიქა წყალი 2 ჭიქა რძე შაქარი გემოვნებით ვანილი ცოტა კარაქი ცალკე: 250-300 გ გაყინული ხილი, სხვადასხვა სახეობის

ხორბლის სალათი იტალიურად

იტალიელებს ხომ ძალიან უყვართ ზეითუნის ზეთიანი მარინადები. ცოტ-ცოტას ყველაფერს ამარინადებენ - ბოსტნეულს, ყველს, არომატულ მცენარეებს, თევზს...   ამ სალათში სწორედ ზეითუნის ზეთში დამარინადებული წიწაკა გამოიყენება, რომლის რეცეპტის ნახვაც ამ ბმულზე შეგიძლიათ 1 ჭიქა კანგაცლილი ხორბალი, ბულგური (იყიდება მარკეტებში, სხვადასხვა ზომაზე დაღერღილი ან მთლიანი) 1 ცალი დამარინადებული წითელი წიწაკა (ან ყვითელი, ან ორივე) 4-5 უკურკო ზეთისხილი 100-150 გ

Top