თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბარბარე ჯორჯაძის მიხედვით

სახლი მადათოვზე

ამჯერად ჩემს ობიექტივში „სახლი მადათოვზე“ მოხვდა, ახლად გახსნილი რესტორანი ძველ პლეხანოვზე (აღმაშენებლის 23). რა მომეწონა? მოდიფიცირებული კერძები ქართული სამზარეულოდან, საინტერესო და ჯანსაღი დესერტები. უფრო დეტალურად კი, აღნიშვნის ღირსია იხვის ტოლმა, რომელსაც ჩემდა გასაკვირად, ჩვეულებრივი ვაზის ფოთლის ტოლმის გემო აქვს, ოდნავ მშრალ ხორცს თუ არ ჩავთვლით. თან, ცოტა არ იყოს და, ცოტააა. ხაჭაპური კეცზე,

ნაღების მიღება სახლის პირობებში, ბარბარე ჯორჯაძის მიხედვით

ათქვეფილი ნაღებით მომზადებული კრემი ძალიან ნაზი, ჰაეროვანი და გემრიელია. ამასთან ერთად, კრემებს შორის ყველაზე მარტივად მიმაჩნია. ჩემი აზრით, საქართველოში მაღალპროცენტიანი ასათქვეფი ნაღები იაფი ნამდვილად არ ღირს, ის რაშიც ორიოდე წლის წინ 9-10 ლარს ვაძლევდი, ახლა 14-16 ლარი ღირს, 1 ლიტრი, გააჩნია სად იყიდით.  მოკლედ ძვირი სიამოვნებაა.  იმედია რეკლამაში არ ჩამეთვლება,

ალუბლის ჭრიანტელი, ბარბარე ჯორჯაძის მიხედვით

ჯერ სახელმა მიმიზიდა. აქამდე არასდროს გამესინჯა და არ ვიცოდი რა იყო, მხოლოდ დაახლოებით შემეძლო წარმომედგინა.  საერთოდ, ალუბალი მიყვარს: დესერტებში თავისთავად, მაგრამ ასევე უგემრიელესია ხორცეულთან, საწებელი, სასმელები და კოქტეილები. ერთადერთი რითაც მაინცდამაინც არ აღვფრთოვანდი, ესაა ალუბლის კლაფუტი. ერთხელ გავსინჯე და მორჩა. აქ ალუბალი არაა დამნაშავე, სხვა ხილის კლაფუტიც არ შედის ჩემს

კარტოფილი არაჟნით, ბარბარე ჯორჯაძის მიხედვით

ბარბარე ჯორჯაძის ამ რეცეპტმა სიმარტივით მომხიბლა. კერძის გემოც, მეტ-ნაკლებად ადვილად წარმოსადგენი იყო.  სწორედ ამიტომ ავარჩიე. ბევრ ადამიანს ჩემს გარშემო და, ალბათ, თქვენთანაც, ნაცნობი და შეჩვეული გემო ურჩევნიათ და კულინარიულ ექსპერიმენტებს ერიდებიან. ამას გარდა, კერძი იმდენად მარტივია, ნებისმიერი ადამიანი შეძლებს მის მომზადებას. მაშ ასე, რეცეპტს დედანში გაეცანით, ქვემოთ კი ჩემს მომზადებულზე მოგიყვებით მე

ქართული სახელდახელო: შანთრაქი

კვერცხის შეწვა უმარტივესია, თუმცა არსებობენ ადამიანები რომლებსაც ეს არასოდეს გაუკეთებიათ. ყველამ იცით ე.წ. "გლაზუნიები" (Глазунья), მაგრამ იცით როგორ არის ქართულად? ან სიტყვის ქართულ წარმოშობაზე თავს ვერ დავდებ, თუმცა ასე უწოდებდნენ ძველად ამ კერძს. კერძი და სახელწოდებაც ქართველთა ამხანაგობის გამოცემულ წიგნში ვიპოვე, რომელიც 1903 წლით თარიღდება. რეცეპტს გთავაზობთ სტილის დაცვით: "სამი სტოლის კოვზი ერბო გააცხელეთ

Top