თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 1-2 სთ > სტაფილოს ტორტი კარამელიზებული თხილით

სტაფილოს ტორტი კარამელიზებული თხილით

მოგეხსენებათ, ბოსტნეულის დესერტებში გამოყენება სიახლე აღარ არის. სტაფილოს, ჭარხლის, ყაბაყის ტორტები იმდენადვე გემრიელია, რამდენადაც უჩვეულოდ ჟღერს :) ჩვენს ბლოგზე უკვე დევს სტაფილოს ტორტი კარამელიანი კრემით და ასევე ყაბაყის ტორტი

დღევანდელი ტორტი ძალიან გემრიელი, თუმცა ცოტა მსუყე დესერტების რიგს მიეკუთვნება. ზოგადად ამერიკული ნამცხვრები მსუყეა, მაგრამ მე შეძლებისდაგვარად გავამსუბუქე: მაგალითად ქრიმ-ჩიზი კარაქის ნაცვლად ნაღებთან ავთქვიფე, ბისკვიტშიც შაქარი შევამცირე.

carrot cake&caramelized nuts

  • 3 კვერცხი
  • 100 გ შაქარი
  • 50 გ კარაქი
  • 120 გ სტაფილო
  • 80 გ არაჟანი
  • 140 გ ფქვილი
  • ½ ჩ.კ დარიჩინი
  • ½ ჩ.კ კარდამონი
  • 2/3 ჩ.კ სოდა
  • 1 ჩ.კ ფორთოხლის ცედრა

 კრემი

  • 150 გ  ქრიმ-ჩიზი
  • 150 გ ნაღები ასათქვეფი
  • 2 ს.კ შაქრის პუდრა
  • ვანილი
  • კარამელიზებული თხილი: 2 ს.კ შაქარი,  ¼ ჭიქა თხილი

ავთქვიფოთ შაქარი და კვერცხი. დავამატოთ გამდნარი, გაგრილებული კარაქი და არაჟანი. კიდევ ავთქვიფოთ. შემდეგ დავამატოთ სუნელები, ცედრა, ფქვილი და სოდა. ბოლოს შევურიოთ წვრილად გახეხილი სტაფილო.

მიღებული ცომი გადავიტანოთ ცხიმწასმულ ფორმაში და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30-35 წუთი. ( აუცილებელი არ არის, ზუსტად ასეთი ფორმა გამოიყენოთ – შეიძლება იყოს მრგავალი, მნიშვნელობა არა აქვს. მაგრამ საშუალო ზომის შეარჩიეთ, ან ინგრედიენტების დაოდენობა გაზარდეთ პროპორციულად).

carrot cake

გავაციოთ და გავჭრათ სამ ფენად.

კრემი: ოთახის ტემპერატურის ქრიმ-ჩიზი და შაქარი ავთქვიფოთ კარგად, დავამატოთ  ცივი ნაღები და განვაგრძოთ თქვეფა, სანამ ჰაეროვან, სქელ კრემს არ მივიღებთ.

კარამელიზებული თხილი: მოხალული თხილი მსხვილად დავჭრათ. ტაფაზე გავადნოთ შაქარი, საშუალო ცეცხლზე და დავამატოთ თხილი. კარგად ავურიოთ,  გადავიტანოთ პერგამენტის ქაღალდზე და გავაციოთ შემდეგ დავანაწევროთ.

caramelized nuts

სამივე ფენას წავუსვათ კრემი და მოვრთოთ კარამელიზებული თხილით. გამოდის 8-10 ნაჭერი.

dfdf

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

2 thoughts on “სტაფილოს ტორტი კარამელიზებული თხილით

  1. რომელ “ქრიმ-ჩიზს” იყენებთ მსგავსი კრემების გასაკეთებლად? ნებისმიერ მდნარ ყველს?

    1. მდნარი ყველი და ქრიმ ჩიზი სხვადასხვაა და არ ანაცვლებს ერთმანეთს. ამ კონკრეტულ რეცეპტში ფილადელფიაა გამოყენებული, მაგრამ როცა საქართველოში ვიყავი, BUKO-ს ვიყენებდი

Leave a Reply

Top