თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბოსტნეული > ბუტერბროდი კიტრით და კრემ-ყველით

ბუტერბროდი კიტრით და კრემ-ყველით

დილის საუზმისთვის შესანიშნავ იდეას გთავაზობთ. ესაა ბუტერბროდი კრემ-ყველით, კიტრითა და თაფლით. მისი  მომზადება ზუსტად 2 წუთში შეიძლება.

დაგჭირდებათ

პურის ნაჭერი, სასურველია მარცვლოვანი, სხვადასხვა თესლებით ან მსხვილად დაფქული ხორბლის.

კრემ-ყველი (ან კარგი ხარისხის ნაღების მდნარი ყველი)

კიტრის სიფრიფანა ნაჭრები

თხევადი თაფლი, სასურველია ყვავილების, ნეიტრალუი, რბილი გემოთი

დაჭრილი პიტნა

მარილი და პილპილი გემოვნებით

პურის ნაჭერს სქლად გადაუსვით კრემ-ყველი, დაალაგეთ ზემოდან კიტრის ნაჭრები,სურვილის შემთხევაში მარილი და პილპილიც მოაყარეთ. ძალიან თხლად მოასხით თხევადი თაფლი და მოაყარეთ პიტნის დაჭრილი ფოთლები.

ასე მარტივად შეგიძლიათ მოიმზადოთ გემრიელი საუზმე

კომენტარები

კომენტარი

One thought on “ბუტერბროდი კიტრით და კრემ-ყველით

Leave a Reply

Top