ბუკლე, ჩემი საყვარელი ფხვიერი ნამცხვარი |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > დესერტი > ბუკლე, ჩემი საყვარელი ფხვიერი ნამცხვარი

ბუკლე, ჩემი საყვარელი ფხვიერი ნამცხვარი

ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნამცხვარია. ბავშვობაში დედა გვიცხობდა, ახლა უკვე მე ვუცხობ ჩემს შვილს. ძალიან გემრიელია, მაგრამ მაინც ყოველთვის მგონია რომ დედაჩემის გაკეთებული უკეთესი იყო :)  ეს ალბათ უფრო ემოციური მომენტია, რადგან დედას ჩემი ნამცხვრები ძალიან მოსწონს …

ჩემს ოჯახში ეს ნამცხვარი ”ბუკლეს” სახელით დამკვიდრდა, ალბათ იმიტომ, რომ გახეხილი გამომცხვარი ცომი ბუკლეს ქსოვილს ჰგავს.

4 კვერცხი
200გრ+ 2 ს.კ. შაქარი
250გრ გამდნარი კარაქი (მარგარინი)
1/2 ჩ.კ. სოდა
3.5(4)ჩ.ჭ. ფქვილი
1 ჩ.ჭ დაჭრილი ნიგოზი
5-6 ს.კ. შინდის ან ჟოლოს ჯემი

  1. კვერცხის გულები და 200გრ შაქარი გავთქვიფოთ, დავამატოთ ფქვილი და სოდა, ავურიოთ, დავამატოთ კარაქი და ამ მასით გავაკეთოთ ცომი.
  2. გავყოთ ორ ნაწილად და შევდოთ მაცივარში 1 საათი.
  3. ცილებისგან მწიკვ მარილთან ერთად გავაკეთოთ ბეზე, დავამატოთ 2 ს.კ შაქარი. ბეზე არ უნდა იყოს ძალიან ტკბილი, რადგან ამ სიტკბოს დანაკლისს შეავსებს ჯემი.ბეზეს ჯემთან ერთად ვანილი და ნიგოზიც შევურიოთ
  4. გაცივებული ცომის ერთი ნაწილი დავხეხოთ მსხვილი სახეხით ფქვილმოყრილ ფორმაზე და კარგად გავანაწილოთ მთლიან ზედაპირზე. დავასხათ ბეზე, ზემოდან კი ცომის მეორე ნაწილი მოვახეხოთ.
  5. ვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30-40 წუთი, სანამ ოქროსფერი არ გახდება.
  6. თავზე მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

საცხობი ფორმას აუცილებლად უნდა ჰქონდეს უფრო მაღალი გვერდები, ვიდრე ნამცხვრის სიმაღლეა, რადგან გაცხელებისას ცომი შეიძლება გადმოვიდეს ფორმიდან. ასევე გაითვალისწინეთ რომ ფორმა შეესაბამებოდეს ცომის რაოდენობას, რადგან დიდ ფორმაში ნამცხვარი გბრტყელდება და ფორმას დაკარგავს. ცომის ეს რაოდენობა შეესაბამება დაახლოებით 34#25 სმ ოთხკუთხა ან 26 სმ დიამეტრის მრგვალ სახცობ ფორმებს. ჯემი შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი, რაც თქვენ გიყვართ, უმჯობესია მომჟავო ხილის. შინდის ან ჟოლოს ჯემი საუკეთესო არჩევანია ამ ნამცხვრისთვის

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

4 thoughts on “ბუკლე, ჩემი საყვარელი ფხვიერი ნამცხვარი

  1. კარაქი როგორი მასის უნდა იყოს წყალივით გამდნარი თუ რბილი მასის

    1. კარაქი მთლიანად გაადნეთ. მაგრამ დუღილი არ უნდა. შეგიძლიათ დაჭრილი კარაქი ნახევრად გაადნოთ, შემდეგ კი ცეცხლის გარეშე დანარჩენი ნახევარიც შიგ ჩადნება. ცომი იქნება რბილი, მაგრამ ცხიმიანი და ხელს არ ეკრობა

  2. დედა ამ ნამცხვარს “კარაკულის” სახელით მოიხსენიებდა ხოლმე :))) ძალიან ადვილი გასაკეთებელია. მადლობა ნინო რომ შემახსენე :*

  3. მადლობა.
    ძალიან მიყვარს ენ ნამცხვარი და არც რეცეპტი მქონდა და არც სახელი მახსოვდა. პირველივე მოცალეობისას გამოვაცხობ.

Leave a Reply

Top