თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ხორცეული > ბუჟენინა

ბუჟენინა

ინგრედიენტები:

  • ღორის ხორცის “კისრის ნაჭერი”
  • ნიორი (რაოდენობა დამოკიდებულია ხორცის ნაჭრის სიდიდეზე და იმაზე თუ რამდენად გიყვართ ნიორი)
  • მარილი
  • პილპილი
  • დაფქვილი “ჩილი” (თუ ჩილი არ გაქვთ, ამ შემთხვევაში გამოიყენეთ სვანური მარილი)


მომზადების წესი:

მთლიანი ხორცის ნაჭერი გავრეცხოთ, გავამშრალოთ და მჭრელი დანის წვერით გავაკეთოთ ჯიბეები (ანუ ჩავჭრათ)

ამ ჯიბეებში ჩავდოთ გარჩეული (მთლიანი) ნივრის კბილები.

შემდეგ ხორცს მოვაყაროთ მარილი და პილპილი, მთლიანად ამოვგანგლოთ დაფქვილ “ჩილიში” და დაახლოებით 30 წუთით დავდგათ, დავამარინადოთ (თუ გნებავთ, შეგიძლიათ სვანურ მარილში დაამარინადოთ ხორცი).

ამის შემდეგ ხორცის ნაჭერი გადავიტანოთ ღუმელში შესადგამ ცოტა მაღალგვერდებიან ფორმაზე, დავასხათ ფორმაში წყალი (მიახლოებით 1 სმ-ზე) და შევდგათ ღუმელში 190 გრადუსზე;

დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ხორცს მოვასხათ ფორმაში რა წვენიც დაგროვდება და ეს გავიმეოროთ რამოდენიმეჯერ, სანამ “ბუჟენინა” არ გამზადდება;

თუ ეს სითხე მზადების პროცესში ჩაშრება შეგიძლიათ დაამატოთ ადუღებული წყალი და ის ასხათ ხორცზე, ასე “ბუჟენინა” არ გამოშრება.

თითქმის 40-50 წუთის გასვლის შემდეგ (ხორცის სიახლის მიხედვით), როდესაც “ბუჟენინა” მზად იქნება, გამორთეთ ცეცხლი და ისე რომ ხორცი არ ამოიღოთ ფორმიდან გადააფარეთ ფოლგის ნაჭერი და დაივიწყეთ 15-20 წუთით;

მიირთვით გემრიელად გარნირთან ერთად. მე გთავაზობთ უუუუგემრიელესად დაბრაწულ კარტოფილის ჩხირებთან ერთად :)

კომენტარები

კომენტარი

One thought on “ბუჟენინა

  1. ოჰ, ოჰ, ეს რა იქნება! ჩემს ხორცისტებს გავუკეთებ ;)

Leave a Reply

Top