ბრუსკეტა |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > ბრუსკეტა

ბრუსკეტა

აი, ასეთი, ძალიან გემრიელი თბილი ბუტერბროდის რეცეპტი მაქვს დღეს ბლოგზე :)   ცოტა იტალიურ, ცოტა ქართულ სტილში, მაგრამ ჭეშმარიტად გემრიელი და მარტივი :)

როცა ვჩქარობ, ან მაცივარში სრულფასოვანი კერძი არ მაქვს, ყველანი სიამოვნებით მივირთმევთ ხოლმე. იმედია, თქვენც მოსინჯავთ და მოიწონებთ ;)

brusketa

6 ნაჭერი პური

6 ნაჭერი სულგუნი ან მოცარელა

3 მოზრდილი ქამა სოკო

6 ჩერი პამიდორი ან 1-2 ჩვეულებრივი

4-5 ფირფიტა ბეკონი

პამიდვრის სოუსი

შავი პილპილი

ბაზილიკი/რეჰანი

პიცის სუნელი (იყიდება მზა, შეიძლება შეიცვალოს ხმელი ორეგანოთი)

 

ბეკონი დავჭრათ დიდ ნაჭრებად, პამიდორი ორად, სოკო თხელ ფირფიტებად.

პურები დავალაგოთ ღუმელის ფორმაში, წავუსვათ პამიდვრის სოუსი (როგორსაც პიცისთვის ვამზადებთ ხოლმე),  დავადოთ  ყველი, სოკო, პამიდორი და ბეკონის ნაჭრები. მოვაფრქვიოთ შავი პილპილი,  პიცის სუნელი და შევდგათ 200 -220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 15 წუთი, ყველი უნდა დადნეს და ბეკონი მოიბრაწოს.

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

2 thoughts on “ბრუსკეტა

  1. მშვენიერო ნინო, 1) ნუშის ფქვილი სად იყიდება ხომ არ იცი?. 2) პიცის სუნელს სად ყიდულობ?. 3) სეზამის ზეთი სად იყიდება?. მადლობა და ბოდიში ამდენი კითხვისთვის…

    1. ნუშის ფქვილი კარფურშია, პიცის სუნელი ყველგან სადაც სუნელებია, ასევე აწერია შეფუთვაზე, სეზამის ზეთი შირნჰოფერში მინახავს, მაგრამ აღარ ვიცი ისევ აქვთ თუ არა

Leave a Reply

Top