ბროკოლის სალათი იტალიურად |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბოსტნეული > ბროკოლის სალათი იტალიურად

ბროკოლის სალათი იტალიურად

დაახლოებით 2 წლის წინ, ბლოგის ერთ-ერთმა მკითხველმა, ქეთი მაღლაკელიძემ ძალიან სასიამოვნო საჩუქარი გამიკეთა და იტალიელი შეფ-მზარეულის, ჯინო დ’აკამპოს წიგნი მაჩუქა. მისი ეს ჟესტი, ბუნებრივია, ძალიან სასიამოვნო იყო  ჩემთვის და დღემდე, როცა ამ წიგნს ვშლი, მადლიერების გრძნობა მავსებს :)  წიგნის გარდა უგემრიელესი ფორთოხლის მარმელადი და არომატული ჩაის ნაკრებიც გამომიგზავნა. კულინარიის სიყვარულმა, სხვადასხვა სოც.ქსელმა  და  ამ ბლოგმა უამრავ კარგ ადამიანთან ურთიერთობის საშუალება მომცა და ეს ძალიან მახარებს. ზოგჯერ ეს ურთიერთობები რეალურია, ზოგჯერ კი ვირტუალური, თუმცა ნამდვილი და წრფელი. მე ხომ  ქეთის პირადად არ ვიცნობ და საერთოდ, საქართველოშიც არ ცხოვრობს.

მოკლედ ასე: ეს სალათის ჯინოს ფანტასტიური წიგნიდანაა. ფანტასტიური ტყუილად არ მიხსენებია, სწორედ ასე ჰქვია Fantastico!

brok

400-500 ბროკოლი

½ წიტელი ჩილი ან თუ ცხარე არ გსურთ 1 წითელი ბულგარული

2 ს.კ მოხალული კედარის კაკალი(თუ არ გაქვთ, შეცვალეთ მოხალული ნიგვზით, ნუშით ან სხვა სასურველი თხილულით თუ თესლებით)

3 ს.კ ლიმონის წვენი

4 ს.კ ზეითუნის ზეთი

2/3 ჩ.კ მოტკბო მდოგვი (ანუ არა ცხარე)

პილპილი

მარილი

½ ჩ.კ შაქარი

 

ბროკოლი დავშალოთ ყვავილედებად  და მდუღარე მარილიან წყალში მოვწალოთ 2-იოდე წუთით.გადავწუროთ, დავამატოთ თხლად დაჭრილი წიწაკა.

მოვასხათ შემდეგი სოუსი: ზეთი, ლიმონის წვენი, მდოგვი, მარილი, პილპილი და შაქარი ჩანგლით ან კოვზით კარგად ავურიოთ სანამ ერთგვაროვან ემულსიას არ მივიღებთ.

ზემოდან მოვაყაროთ კედარის კაკალი და მივიტანოთ სუფრაზე თბილი.

სულ ეს არის :) გემრიელად მიირთვით…

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top