თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > სასმელი (ალკოჰოლური/უალკოჰოლო) > ბროწეულის ლიმონათი ქინძით

ბროწეულის ლიმონათი ქინძით

მართალია, ძალიან, ძალიან უცნაურად ჟღერს, მაგრამ მერწმუნეთ, უგემრიელესი ლიმონათია.  პირველად მერიკოსთან გავსინჯე რესტორანში, როცა რუსთავი 2- ში მიგვიწვია და დეტალების შესათანხმებლად ვესტუმრეთ.   მისი ზუსტი რეცეპტი არ ვიცი, ეს მიახლოებით მოვამზადე და ძალიან მომწონს. შესაძლოა მერიკო სხვანაირად ამზადებს.   ჩვენი ოჯახის ერთ მეგობარს რომ გავასინჯე, ჯერ დაეჭვებით ჩამეკითხა რა უცნაური გემო აქვს, რა არისო, შემდეგ სიამოვნებით დალია და კმაყოფილმა ჩაილაპარაკა, თქვენ რა სულ ასეთ უცნაურობებს ჭამთ და სვამთო :D  მოკლედ, კარგი რამეა, ძალიან სასიამოვნო დასალევი.   ერთ რჩევას მოგცემთ, თუ მაშინვე ვერ დალევთ (4 კაციან სადილს ყოფნის ერთი გრაფინი) მაშინ გადაწურეთ და  ქინძებს დიდხანს ნუ ჩატოვებთ, მეტისმეტად ინტენსიური გემო რომ არ ჰქონდეს.broc limon

 

1 დიდი ბროწეული

1 ლიმონი

1 პატარა კონა ქინძი

80-100 გ შაქარი

1 -1.2ლ ცივი წყალი

ლიმონი სჯობს ევროპული ჯიშის, რადგან ქართულთან შედარებით უფრო ნაზი გემო აქვს და ამ შემთხვევაში უკეთესია

ბროწეულის მარცვლებისგან გამოვწუროთ წვენი. ამის გაკეთება წვენსაწურის გარეშეც შეიძლება: დავჭყლიტოთ ან ბლენდერში დავაბზრიალოთ , შემდეგ კი გადავწუროთ, რათა კურკები არ მიჰყვეს.

გრაფინში ჩავასხათ ბროწეულის წვენი, ლიმონის ნაჭრები, შაქარი, წყალი და დაჭრილი ქინძი. მოვურიოთ და შემდგათ მაცივარში ცოტა ხნით. ჭიქაში ჩასხმის დროს, შეგვიძლია გავწუროთ, ან ქინძიანადვე ჩავასხათ, თუ კი დისკომფორტს არ შეგიქმნით. შეგვიძლია ჩავამატოთ ყინულიც

limonati qinz

ქინძის გარეშეც ვაკეთებ ხოლმე ზოგჯერ, მაინც ძალიან გემრიელია, არომატული და ცოცხალი

_DSC0009 (Copy)

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top