შემწვარი ბრიუსელის კომბოსტო |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბოსტნეული > შემწვარი ბრიუსელის კომბოსტო

შემწვარი ბრიუსელის კომბოსტო

ბრიუსელის კომბოსტო გავარჩიოთ, შელახული ფოთლები შემოვაცალოთ და უხეში ყუნწები მოვათალოთ.
გავრეცხოთ.
მოვამზადოთ საკმაზი:
საშუალო ზომის თასში ჩავასხათ სიმინდის და ზეთისხილის ზეთი, ასევე ძმარი და სანელებლები: ორეგანო, ბაზილიკი და მარილი.
პარალელურად მოსახარშად დავდგათ გაფცქვნილი და პატარა ნაჭრებად დაჭრილი კარტოფილი.
საკმაზიან თასში ჩავყაროთ გარეცხილი ბრიუსელის კომბოსტოები და ამოვავლოთ კარგად;
briuselis kombosto

გავაცხელოთ ტაფა, რომელიც არ იწვავს, ცოტა სიმინდის ზეთი დავასხათ და ჩავყაროთ შეკმაზული კომბოსტოები.
კომბოსტოები პატარა ზომისაა, მალე მზადდება, შესაბამისად შუშეთ ნელ ცეცხლზე, ოდნავ, აქა–იქ შეოქროსფერებამდე.

მობრაწული კომბოსტოები გადმოალაგეთ ლანგარზე.
ახლა, იგივე საკმაზში ამოავლეთ მოხარშული კარტოფილი და ანალოგიურად შეწვით.
ბოლოს ყველაფერი ერთ თასში მოათავსეთ და შეკმაზეთ ახალი მწვანილით.

რა გამოვიყენე:
400 გრ – ბრიუსელის კომბოსტო
300 გრ – კარტოფილი
2 ს/კ – სიმინდის ზეთი
1 /სკ – ზეთისხილის ზეთი
1 ს/კ – ძმარი
1 ჩ/კ – ორეგანო
1 ჩ/კ – ბაზილიკი
1 ჩ/კ – მარილი
50 გრ – ქინძი და კამა

კომენტარები

კომენტარი

Tamara Mirianashvili
თამარა არის Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, პროფესიონალი ფოტოგრაფი, მთარგმნელი (ინგლისური ენის სპეციალისტი) და ბლოგერი.
http://odelia.ge

10 thoughts on “შემწვარი ბრიუსელის კომბოსტო

  1. ეს რაღაც კარგი ჩანს :) უნდა ვცადო :) მადლობა ავტორს :)

  2. მარი, მე გუდვილში ვიყიდე :) ისე კი უნდა იყოს დიდ სუპერმარკეტებში, ასევე ბაზარშიც :)

  3. მეც უნდა ვცადო კიდევ სხვა ვერსიებიც, გემო ისე მომეწონა რომ . . . .<3

  4. zetshi shecvis nacvlad ortklze rom movamzado gemrieli gamova? (maxsimalurad vcdilob gackhelebuli zeti ar gamovikeno sakvebshi)

Leave a Reply

Top