თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბურღულეული > ბრინჯის ტკბილი ფლავი

ბრინჯის ტკბილი ფლავი

ჩემს მიერ გაკეთებული უუუგემრიელესი საჭმელებიდან ;) ფლავის ფოტო მაქვს მარტო, ამიტომ ამჯერად ფლავის ჩემეულ რეცეპტს (არცთუ ორიგინალურს) გაგაცნობთ “)

რასაკვირველია, შენიშვნები welcome, as usual :))

საჭირო მასალა:
1. მაღალი ხარისხის ბრინჯი, უმჯობესია მრგვალი
2. სქელძირიანი ტაფა, რომელიც არ იწვავს
3. ზეთი (ზეითუნის ან სხვა, სუნი რომ არ ჰქონდეს)
4. ქიშმიში ბლომად
5. გარგარის ჩირი (კურაგა)
6. რამდენიმე ცალი მჟავე ვაშლი
7. შაქარი, მარილი, ვანილი

თავიდან ვჭრით “კურაგას” და ქიშმიშთან ერთად ვყრით ადუღებულ ზეთში, ისე რომ მთლიანად დაიფაროს, ვამატებთ ბევრ შაქარს და ვანილს და მოგვიანებით ვყრით წვრილად დაჭრილ ვაშლსაც.
როცა ქიშმიში კარგად დაიბერება და შეყავისფრდება, ე.ი. ხილი საკმარისადაა ჩაშუშული.
ამასობაში ბრინჯი ცალკე უნდა მოვხარშოთ ოდნავ მარილიან წყალში და მოშუშულ ხილში ჩავყრით და ნელნელა ამოვურევთ ორი ჩანგლით ან სასალათე კოვზებით.
მორჩა, ეს იყო სულ :)
გემრიელად მიირთვით :)) (c) McDonalds-ის გოგოები

კომენტარები

კომენტარი

6 thoughts on “ბრინჯის ტკბილი ფლავი

  1. სიტუაცია შეიცვალა და ჩვენ მივდივართ „პახოდში“ (რა თქმა უნდა რო ჩამოხვალ მაშინ)… რამდენიმე დამშეული მამაკაცი ხელებში გიყურებს და შენ ხმამაღლა აცხადებ: „მე უნდა გავამზადო ჩემი საფირმო კერძი და მოვხარშო ბრინჯი“ და პასუხად ისმის „ბუუუუ!“… შენ შეფიქრიანდები, მაგრამ რადგან ბრინჯი ახსენე აღარ გადათქვამ, და ცვლი ინგრედიენტებს…ჯერ ბიჭებს დაანთებინებ ცეცხლს, შემდეგ ბრინჯს ცალკე მოხარშავ ოდნავ მარილიან წყალში და უზარმაზარ ქვაბში. თან გახსნი 3 დიდ ტუშონკას და დააპირქვავებ ქვაბში, ამავე დროს, ცეცხლის დარჩენილ ნაწილზე დებ ტაფას, ასხავ ზეთს რომ გაცხელდება და ყრი წინასწარ წვრილად დაჭრილ ხახვს და სტაფილოს და ამას კარგად მოთუშავ, შემდეგ ურევ ქვაბში და ზედ პილპილს და მარილს აყრი გემოვნებით…ფინალი: ყველა ბედნიერია და ცხიმიანი ხელებით გეხვევიან, გკოცნიან და დამატებას ითხოვენ!:))))))

  2. ჰაჰაჰა, ჩაგეთვალაპახოდში ბრინჯის ფლავი ჩემმა მტერმა გააკეთა :Dმაგრამ მაგას, რაც შენ თქვი, გაუმჯობესებულ ვარიანტს, მოგვიანებით შემოგთავაზებ :)) ტუშონკის გარეშე :))

  3. ხოდა კიდე, ასხავ კი არა, ასხამ, – “მ”-ც არ იწერება ბლოგზე და კონვერტორი გჭირდება? :საბოლოოდგათახსირებისსმაილიკი::D:D:D

  4. ეგ უკვე გრამატიკის საკითხია და ლოგიკას თუ ჩავრთავთ, ჩვენი დავა წარმოიშვა იმისგან, მე ჩათავიკი ვიყავი თუ არა და ის რომ მე „ვ“ დავწერე და არა „მ“ არანაირად არ ავლებს კონცეპტუალურ ხაზს ჩემს ჩათავიკობასთან:))) უბრალოდ გრამატიკული შეცდომა დავუშვი და ვაღიარებ (საბოლოოდგათახსირებასვერმოესწრებისმაილიკი) :)))))

  5. აღიარება მიღებულია;)ჩათავიკობასა და მის თანმდევ მოვლენებზე კამათი შენს ბლოგზე განვაგრძოთ :D

  6. zogi ra qajia.martlweraze mnishvnelovani zrdilobaa da taqti, bodishi, flavis links shemovyevi da komentarma gamagiziana, nametani filologi rom hgonia aq erts tavi.ase gaagrzele, gemrieli blogi gaqvs, vinc asxavs da asxams ver gamoarchevs ertmanetisgan, Tviton chaixedos shanizeshi.

Leave a Reply

Top