ბრინჯის ტკბილი ფლავი |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > ბრინჯის ტკბილი ფლავი

ბრინჯის ტკბილი ფლავი

ბრინჯის ტკბილ ფლავს ალბათ ყველა აკეთებთ. გემრიელი და მარტივი კერძია.  ჩემი პატარა საიდუმლო, მისი მომზადების დროს, ფორთოხლის ცედრის დამატება გახლავთ, რომელიც საოცარ არომატს და გემოს სძენს ისედაც გემრიელ ფლავს.

brinjis flavi

 

  • 1 ჭ გრძელი ბრინჯი ბასმატი
  • 1/3 ჭ დაჭრილი ნიგოზი
  • 50 გ კარაქი (შეიძლება ზეთი ან მარგარინიც, თუ მარხულობთ, მაგალითად)
  • 50 გ შაქარი
  • ვანილი
  • 1/3 ჭ ქიშმიში, ამდენივე ალუბლის ჩირი (ან სხვა ნებისმიერი, რაც უხდება)
  • 1 ვაშლი (შეიძლება კომშიც)
  • ფორთოხლის ცედრა

ბრინჯი მოვხარშოთ და ცივი წყალი გადავავლოთ.

ქვაბში ჩავდოთ კარაქი, გავადნოთ, დავამატოთ შაქარი, გათლილი, დაჭრილი ვაშლი. ვშუშოთ ორიოდე წუთი, დავამატოთ ქიშმიში, ჩირები, ნიგოზი. ვშუშოთ კიდევ რამდენიმე წუთი.

ჩავამატოთ ბრინჯი, ვანილი, ფორთოხლის ცედრა და ამოვურიოთ.

გადმოვიღოთ ცეცხლიდან . ბრინჯი მზადაა.

 

ასევე იხილეთ: ეკას ტკბილი ფლავის რეცეპტი.

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top