თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > ბრინჯის სალათა ბროწეულით, ნაიჯელა ლოუსონის რეცეპტით

ბრინჯის სალათა ბროწეულით, ნაიჯელა ლოუსონის რეცეპტით

ეს რეცეპტი ნაიჯელას საშობაო კერძების წიგნიდან გახლავთ.  ნაიჯელა გვირჩევდა, ამ გზით მოგვეხდინა საშობაო სადილიდან შემორჩენილი ინდაურის ხორცის უტილიზაცია. მე ინდაურის ნაცვლად შემწვარი ქათმის ხორცი გამოვიყენე, დანარჩენი რეცეპტის მიხედვით გავაკეთე. ერთს დავამატებ – ბროწეული არ დაინანოთ, ძალიან უხდება.

brinjis salata

  • 200 გ ბრინჯი ბასმატი
  • 200 გ ქათმის ხორცი, მოხარშული ან შემწვარი (წინა სადილიდან შემორჩენილი)
  • ბროწეულის მარცვლები
  • ½ ჭიქა მზესუმზირის მარცვლები (გარჩეული)
  • 1 ს.კ ლიმონის წვენი
  • 2 ს.კ ზეითუნის ზეთი
  • კამა
  • მარილი პილპილი

ბრინჯი მოვხარშოთ, გადავიტანოთ საწურზე, ცივი წყალი გადავავლოთ და გავაგრილოთ. მზესუმზირის მარცვლები მოვხალოთ, ქათმის ხორცი წვრილად დავანაწევროთ.  ყველაფერი ერთმანეთს შევურიოთ, მოვაყაროთ ბროწეული, მარილი, პილპილი, ზეთი, ლიმონის წვენი და კამა. კამას ჩემსავით ეკონომიურად ნუ მოაყრით, ცოტა მეტი უხდება :D  უბრალოდ, აქ 1 პატარა კონა 4 ლარამდე ღირდა (ექვივალენტი, მე ფასებს  ჯერ კიდევ ლარს ვადარებ :D )  და შესაბამისად ფრაზა “მოაყარეთ ბლომად მწვანილი” დროებით “დავივიწყე” :D

აი ასე მარტივად შეიძლება გემრიელი და ჯანსაღი სალათის მომზადება.

გემრიელად მიირთვით!

brinjis-salata

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

2 thoughts on “ბრინჯის სალათა ბროწეულით, ნაიჯელა ლოუსონის რეცეპტით

  1. I blog often and I genuinely thank you for your information. This article has really peaked my interest.

    I am going to book mark your site and keep checking for new details about once per week.
    I opted in for your RSS feed too.

  2. Heya! I just wanted to ask if you ever have any issues with hackers?
    My last blog (wordpress) was hacked and I ended up losing a
    few months of hard work due to no back up.
    Do you have any solutions to protect against hackers?

Leave a Reply

Top