თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბურღულეული > ბრინჯის ფაფა კარამელიზებული ხილით

ბრინჯის ფაფა კარამელიზებული ხილით

უქმეებზე საუზმეც განსაკუთრებულია : ვიღვიძებთ გვიან, ცოტას ვნებივრობთ, შემდეგ ვამზადებთ რაიმე გემრიელს, მარტივს, მაგრამ განსხვავებულს :) ეს ბრინჯის ფაფაა, არაფერი განსხვავებული არ იქნებოდა რომ არა ეს კარამელიზირებული ხილი -ასე ლამაზი და გემრიელი ♥

brinjis fl

2-3 ულუფისთვის დაგვჭირდებათ:

  • 1 ჭიქა (250) მრგვალი ბრინჯი
  • 1 ჭიქა წყალი
  • 2 ჭიქა რძე
  • შაქარი გემოვნებით
  • ვანილი
  • ცოტა კარაქი

ცალკე:

  • 250-300 გ გაყინული ხილი, სხვადასხვა სახეობის (ამ შემთხვევაში გარგარი, შავი ქლიავი, მაყვალი, ჟოლო)
  • 2-3 ს.კ შაქარი
  • 1 ფორთოხლის წვენი და ცედრა
  • ცოტა კარაქი

ბრინჯი გავრეცხოთ, დავასხათ წყალი და  დავდგათ ცეცხლზე. წამოდუღების შემდეგ ცეცხლს დავუწიოთ.  სითხე რომ შემცირდება, დავასხათ რძეც და განვაგრძოთ ხარშვა. ფაფა თხევადი უნდა იყოს, თუ რძე მანამდე დაშრა, სანამ ბრინჯი მომზადდება, კიდევ ჩაამატეთ.

მზა ფაფას დაამატეთ შაქარი გემოვნებით, ვანილი და კარაქი

პარალელურად, ტაფაზე გაადნეთ კარაქი, დაამატეთ შაქარი და ფორთოხლის წვენი. (ამ ფორთოხალს წინასწარ ავახეხოთ ცედრა) წამოდუღების შემდეგ დავამატოთ  გაყინული ხილი. სეზონზე ცოცხალი ხილით ჩავანაცვლებთ.  მოვამზადოთ სწრაფ ცეცხლზე, მხოლოდ იმდენი ხანი, რაც ხილის გადნობას სჭირდება, მაგრამ არ უნდა ჩაიხარშოს. ვამატებთ ცედრასაც.

ბრინჯის ფაფა გადმოვიღოთ თეფშებზე, ზემოდან დავადოთ ხილის სოუსი, მოსართავად პიტნის ფოთლები გამოვიყენოთ.

პ.ს. თუ მზა ფაფას ფრთხილად შევურევთ 1 ჭიქა მსუბუქად ათქვეფილ ნაღებს, უფრო ფაფუკი, ჰაეროვანი და არომატული გახდება

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

3 thoughts on “ბრინჯის ფაფა კარამელიზებული ხილით

    1. ნაღების ფხვნილი და ნაღების გამასქელებელი/გამამაგრებელი სხვადასხვა რამეა.ფხვნილი იყიდება საკონდიტრო მასალების მაღაზიებში, გამასქელებელიც იქვე იკითხეთ

Leave a Reply

Top