ბრინჯის და ყაბაყის სალათი |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბოსტნეული > ბრინჯის და ყაბაყის სალათი

ბრინჯის და ყაბაყის სალათი

ეს მსუბუქი და მარტივი კერძი კარგა ხნის წინ გავაკეთე, თუმცა შემდეგ მივივიწყე და ბლოგზე ატვირთვა არ ვაღირსე, ფოტო არ მომწონდა…  ბოლოს მაინც გადავწყვიტე დამეწერა – ახლა მარხვაა და ვინ იცის, იქნებ გამოგადგეთ

brinji

600 გ ყაბაყი

150 გ  გრძელი ბრინჯი

½ ქილა სიმინდი დაკონსერვებული

კამა

პილპილი

მარილი

ნიორი სურვილით

 

ბრინჯი მოვხარშოთ ორმაგი რაოდენობის წყალში სანამ სითხეს მთლიანად არ დაიშრობს.

რგოლებად დაჭრილი ყაბაყი შევწვათ ტაფაზე ორივე მხრიდან. შემწვარი დავალაგოთ ქაღადის ხელსახოცზე რათა ზედმეტი სითხე და ცხიმი არ შეჰყვეს.

შევურიოთ ერთმანეთს ჯერ კიდევ თილი ბრინჯი, ყაბაყი, კამა, სიმინდი. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ნიორი სურვილის მიხედვით დავამატოთ.

მივირთვათ თბილი

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top