თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბურღულეული > ბრინჯი ნაღებით და სოკოთი რიზოტოს მოტივებზე

ბრინჯი ნაღებით და სოკოთი რიზოტოს მოტივებზე

Brinji_Nagebit_da_Sokoti_Ratatui ბრინჯი სოკო ნაღები სტაფილო

მომზადების დრო: 20-25 წთ

მასალა:

  • ბრინჯი (ბასმათი ან parboiled) – 400 გრ
  • ქამა სოკო: 200 გრ (8-10 ცალი)
  • სტაფილო: 2 ც, საშუალო ზომის
  • ნაღები: 80-100 გრ
  • კარაქი: 30-40 გრ
  • სოიოს სოუსი: 6-8 სუფრის კოვზი
  • ხახვი: 1 თავი (საშ. ზომის)
  • ზეითუნის (ან სხვა) ზეთი: 4-5 ს/კ
  • მარილი, შავი პილპილი, ორეგანო, როზმარინი (1/2 ჩაის კოვზი, გემოვნებით)

მომზადება:

ეს კერძი რიზოტოს მოტივებზე გავაკეთე, ჩვეულებრივი parboiled (ანუ ორთქლში გამოყვანილი) ბრინჯით და რაც ხელთ მომხვდა იმ ინგრედიენტების ინტერნპრეტაციით. გემრიელი გამოვიდა :)

სქელძირიან ქვაბში ვასხამთ ზეთს და რამდენიმე წუთით ვშუშავთ წვრილად დაჭრილ ხახვს. ვამატებთ ბრინჯს, რომელიც ასევე უნდა იშუშოს 2-3 წთ, სანამ გამჭვირვალე არ გახდება (ვურევთ ხის ნიჩბით ხშირად). ამავდროულად წვრილ, გრძელ ნაჭრებად ვჭრით სტაფილოს და ვუმატებთ ბრინჯს. ფერი არ უნდა შეიცვალოს, არ მიგეწვათ, მხოლოდ გამჭვირვალე უნდა გახდეს.

ვასხამთ სოიოს სოუსს და წყალს, ისე, რომ კარგად დაფაროს. თავის დახურვა არ არის საჭირო, წყალს მალე შეიშრობს, ისევ დაამატეთ მდუღარე, მეორედ შეშრობის შემდეგ თავზე დააწყვეთ თხლად დაჭრილი სოკო და ისევ დაამატეთ წყალი.  წესით 20 წუთის თავზე ბრინჯი უკვე მოხარშული უნდა იყოს. გაუსინჯეთ გემო და თუ კიდევ აკლია ხარშვა, იმის მიხედვით დაამატეთ წყალი, რამდენია მოხარშვამდე დარჩენილი. ბუნებრივია, არ იგულისხმება, რომ ბრინჯი ფაფასავით ან ფლავივით უნდა დარბილდეს.

ბოლოსკენ წყალი სულ არ უნდა ამოშრეს, წვენივით უნდა დარჩეს ცოტა. ამ დროს ვამატებთ ხმელ როზმარინსა და ორეგანოს, პილპილს, მარილს და პატარა ნაჭერ კარაქს. ცეცხლის გამორთვამდე 2 წუთით ადრე კი ნაღებს.

არაჩვეულებრივია, როგორც გარნირად, ისე ცალკე, ცხლად.

გემრიელად მიირთვით :)

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

Leave a Reply

Top