თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბოსტნეული > ბრინჯი ბოსტნეულით და კვერცხით

ბრინჯი ბოსტნეულით და კვერცხით

ბრიუსელის კომბოსტო ჩემი ბოლო დროის ფავორიტია. ძალიან მეგემრიელება, თუმცა ჩემს შვილს ვერ შევაყვარე :)  იქნებ თქვენც მოგეწონოთ :)

  • 200 გ ბრინჯი
  • 150-200 გ ბრიუსელის კომბოსტო (რაც შეიძლება წვრილები)
  • 1 მოზრდილი სტაფილო
  • 1 წითელი ბულგარული
  • 1-2 კვერცხი
  • 1 თავი ხახვი
  • 100 გ სიმინდის კონსერვი
  • ყვავილოვანი კომბოსტო
  • შავი პილპილი
  • მშრალი, დაფქული ჯანჯაფილი ან ნედლი ფესვი 2-3 სმ

ბრინჯს დაასხით ორმაგი რაოდენობის წყალი და მოხარშეთ. გადაწურეთ, ცივი წყალიც გადაავლეთ.

წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში, დაამატეთ ასევე წვრილად დაჭრილი სტაფილო და გარჩეულ-გარეცხილი კომბოსტოს თავები. განაგრძეთ შუშვა. შემდეგ ამატებთ წვრილად დაჭრილ წიწაკას და ყვავილოვანის ღეროებს.  ანუ, ბოსტნეულის შუშვას იწყებთ შედარებით მაგარი სახეობებიდან, რომელსაც მეტი დრო სჭირდება და ეტაპობრივად ამატებთ იმ ბოსტნეულს, რომელიც შედარებით სწრაფად მზადდება.
ბოლოს ემატება ყვავილოვანის ზედა ყვავილედები და სიმინდი, ხოლო რამდენიმე წუთში დაამატეთ წყლისგან კარგად დაწურული ბრინჯი, დაფქული ჯანჯაფილი გემოვნებით (მე 1/2 ჩ.კ. ჩავაყარე) და ახალდაფქული შავი პილპილი (ეს ჩემი საყვარელი სანელებელია). კარგად ამოურიეთ.

თუ ნედლ ჯანჯაფილს გამოიყენებთ, ბოსტნეულთან ერთად მოშუშეთ გახეხილი ან თხელ ფირფიტებად დაჭრილი.

როცა ბრინჯიც გაცხელდება და ყველა ინგრედიენტი ერთი ტემპერატურის გახდება, ჩაამატეთ გათქვეფილი კვერცხ(ებ)ი, ისევ ამოურიეთ და რამდენიმე წუთით განაგრძეთ შუშვა. კვერცხი რომ შეიკვრება, დაამატეთ მარილიც, მოურიეთ და გადმოიღეთ ცეცხლიდან

ბოსტნეულისა და სანელებლების ცვლილება, რა თქმა უნდა , სურვილისამებრ შეგიძლიათ. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა გემოები და არომატები გიზიდავთ :)

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top