თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > აზიური > ბრინჯი ბოსტნეულით და კვერცხით-2

ბრინჯი ბოსტნეულით და კვერცხით-2

ბრინჯი ბოსტნეულითა და კვერცხით ძალიან მარტივი და გემრიელი კერძია.  მისი მირთმევა შეიძლება როგორც დამოუკიდებლად,ასევე გარნირად ქათმისა და ხორცის კერძებთან. ერთი  მსგავსი კერძი უკვე გვაქვს ბლოგზე, შეიძლება ითქვას თითქმის იგივეა, მცირე ცვლილებებით. მაგრამ მაინც დავწერ :)

 brinji

300 გ ბრინჯი ბასმატი

250-300 გ ყვავილოვანი კომბოსტო

200 გ ბროკოლი

2 სტაფილო

1 ხახვი

1  წითელი ბულგარული წიწაკა

1დიდი კვერცხი

 

 

ბრინჯი მოვხარშოთ ორმაგი რაოდენობის წყალში, ჩვეულებისამებრ.

 

პარალელურად, მოვამზადოთ ბოსტნეული: წვრილად დავჭრათ ხახვი და სტაფილო, მოვშუშოთ თავსახურის გარეშე, ტაფაში, სწრაფ ცეცხლზე. სანამ იშუშება,წვრილად დავჭრათ ყვავილოვანი და ბროკოლი. ტაფაში ჯერ მათი წვრილად დაჭრილი ძირები ჩავაყაროთ, რადგან უფრო მაგარია, ვიდრე ყვავილედი. ორიოდე წუთში ჩავამატოთ დაჭრილი ყვავილედები და ბულგარული წიწაკა.  ბოსტნეული ძალიან არ უნდა დარბილდეს, მხოლოდ მსუბუქად მოიბრაწოს. ამიტომ  ეს პროცესი გრძელდება 5-7 წუთი, მაღალ ცეცხლზე.

ბოლოს, ამ ბოსტნეულს ვამატებთ მოხარშულ ბრინჯს. კარგად ავურიოთ და მოვასხათ გათქვეფილი კვერცხი. სწრაფად ვურიოთ რომ კვერცხი შეიკრას და კარგად გადანაწილდეს.

ბოლოს ვამატებთ მარილს გემოვნებით და პილპილს სურვილის შემთხვევაში.

მე პირადად ცალკეც მშვენივრად მივირთმევ, თუმცა გარნირადაც არაჩვეულებრივია, დაბრაწულ ქათამთან ან რაიმე ხორცეულთან.

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top