ბრინჯი ბოსტნეულით და კარის ფხვნილით |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > ბრინჯი ბოსტნეულით და კარის ფხვნილით

ბრინჯი ბოსტნეულით და კარის ფხვნილით

ეს კერძი არაჩვეულებრივი გარნირია ქათმის ხორცისთვის, მაგრამ მის გარეშეც შეგიძლიათ მიირთვათ, როგორც დამოუკიდებელი კერძი.  კარის ფხვნილი თუ არ გიყვართ ან არ გაქვთ, უიმისოდ  მოამზადეთ, თუმცა ის ულამაზეს ყვითელ ფერს და დამახასიათებელ არომატს აძლევს.  კარის ფხვნილი (არსებობს კარის პასტაც) გახლავთ რამდენიმე სუნელის ნაზავი, თუმცა დამახასიათებელ ფერს და არომატს აძლევს მთავარი ინგრედიენტი კურკუმა.

curry rice

  • 1 ჭიქა ბრინჯი ბასმატი
  • 200 გ ყვავილოვანი კომბოსტო
  • 1 პატარა თავი ხახვი
  • 1 კბილი ნიორი
  • 1 სტაფილო
  • 120 გ გაყინული ან კონსერვირებული სიმინდი
  • 120 გ გაყინული ბარდა
  • 1 ჩ.კ კარის ფხვნილი
  • მარილი, პილპილი
  • ქინძი

ბრინჯი წინასწარ მოვხარშოთ, გადავწუროთ და ცივი წყალი გადავავლოთ.

წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი  და კუბებად დაჭრილი სტაფილო მოვშუშოთ 2-3 ს.კ ზეთში, საშუალო ცეცხლზე.  დავამატოთ გაყინული ბოსტნეული და ვშუშოთ კიდევ 2-3 წუთი.  გაყინული ბოსტნეული, როგორც წესი, ქორფაა და ეს დრო სავსებით საკმარისია მათი მომზადებისთვის. შემდეგ დავამატოთ ასევე წვრილა დაჭრილი ყვავილოვანი კომბოსტო და კვლავ ვშუშოთ 3-4 წუთი. საბოლოოდ, ბოსტნეული ძალიან არ უნდა დარბილდეს და უნდა შეინარჩუნოს სიხრაშუნე.

დავამატოთ ბრინჯი, კარგად ამოვურიოთ, შემდეგ დავამატოთ კარი და კვლავ ავურიოთ. დავტოვოთ საშუალო ცეცხლზე 1-2 წუთი. ბოლოს დავამატოთ მარილი, პილპილი და ნედლი ქინძი.

ბოსტნეულის სახეობები შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით და სურვილით შეცვალოთ, მიჰყევით ფანტაზიას :)

curry-rice

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top