თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > აზიური > ბოსტნეულის ბრაწულა ხორცით

ბოსტნეულის ბრაწულა ხორცით

დღეს, ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე ცოტა ადრე მომიწია მისვლა და ამ მშვენიერი და უგემრიელესი კერძის მომზადებას შევესწარი.

რასაკვირველია ფოტოაპარატი თან მქონდა და ბევრი ფოტოც გადავიღე, აქვე იმასაც მივხვდი რა მოხერხებული და კომფორტულია როდესაც კერძს  სხვა ამზადებს და შენ მხოლოდ ფოტოებს იღებ ან პირიქით, ორივე ერთად საკმაოდ რთული პროცესია ;)

კერძისთვის დაგჭირდებათ: 

3-4 ცალი ბადრიჯანი

3-4 ცალი პომიდორი

4-5 ცალი კარტოფილი

2 ცალი ბულგარული წიწაკა

500 გრამი გატარებული საქონლის ხორცი

100 გრამი სულგუნი (ან ნებისმიერი ყველი რაც სახლში მოგეპოვებათ)

უცხო სუნელი/შავი პილპილი/მარილი გემოვნებით

ზეთი 50 გრ   (თუმცა მე არ გავუკეთებდი, ცოტა ბულიონს დავამატებდი და საკუთარ წვენში გამოვაცხობდი)

ინგრედიენტების ეს რაოდენობა გათვლილია საშუალო ზომის ტაფაზე.

წინასწარ მრგვლად დაჭრილ ბოსტნეულს ვალაგებთ ფენა-ფენა, მივყვეთ ფოტოებს :)

პირველი ფენა – კარტოფილი/ბადრიჯანი
შემდეგ დააწყეთ პომიდორი
ხახვი
წინასწარ მოხარშული და გატარებული ხორცი
თუ ტაფის სიღრმე საშუალებას გაძლევთ, შეგიძლიათ ბოსტნეულის ფენა გაიმეოროთ
ბრაწულას დაახლოებით 40-45 წუთი სჭირდება დაახლოებით 200 გრადუს ტემპერატურაზე, რამდენიმე წუთით ადრე მოაყარეთ გახეხილი ყველი.

რეცეპტისთვის და გამასპინძლებისთვის დიდი მადლობა  მაკა სართანიას  ;)

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

8 thoughts on “ბოსტნეულის ბრაწულა ხორცით

    1. პომიდორი თუ კარგი წვნიანია წვენს უშვებს თან როგორც ხედავთ აქ ორ ფენად გავუშვით პომიდორი. მაგრამ თუ მშრალი და მაგარია პოიმდორი, ცოტა წყალი ან ბულიონი შეგიძლიათ ჩაამატოთ

  1. ძალიან საინტერესოა და მადისაღმძვრელი!
    ძროხის ხორცის გარდა, ნეტა ქათამი და ღორის ხორცი არ “წავა”?
    კიდევ ბადრიჯნის და ხორცის “ტანდემი” მაეჭვებს.. ვითომ მოუხდებიან ერთმანეთს? (thinking)

    1. ბადრიჯანი და ხორცი არაჩვეულებრივად უხდება ერთმანეთს, აჯაფსანდალი გამიკეთებია როგორც ქათმის ასევე ხბოს ხორცით, ოღონდ წინასწარ შემწვარი. უგემრიელესია.

      რაც შეეხება ინგრედიენტებს feel free to change them :D

    1. კი როგორ არ ასწრებს, თხლად უნდა დაჭრათ ოღონდ და ბადრიჯანი და კარტოფილი პირველ ფენად უნდა გაუშვათ

      1. მმმმ, რა გემრიელობა იქნება. მომინდა, ხორციც კი (რომელიც დიდად ვითომ არ მიყვარს), ისე გემრიელადაა დაწყობილი.
        ბადრიჯანი და ხორცი ნამდვილად უხდება, კლასიკური ჩანახი ხომ ხორცით და ბადრიჯნითაა. მეც მიცდია, ოღონდ არა ცხვრის ხორცით და ძალიან გემრიელი გამოდიოდა. ცოტა ბრინჯსაც ვამატებდი.
        მმომინდა. სახლში მივალ, გავაკეთებ :D

Leave a Reply

Top