თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბოსტნეული > ბოსტნეულის ბრაწულა – სამარხვო და ვეგეტარიანული

ბოსტნეულის ბრაწულა – სამარხვო და ვეგეტარიანული

ვინც დიეტობს ან მარხვაზეა საგონებელში ვარდება ხოლმე, როდესაც საქმე ჯანსაღ კვებაზე მიდგება; აქ ხომ მნიშვნელოვანი შეზღუდვებია, საკვები მცირე რაოდენობით უნდა მიიღოთ, ცხოველური ცხიმები გამორიცხოთ და უფრო მკაცრი დიეტის დროს კი მარილიც კი ამოიღოთ.

არჩევანი საკმაოდ შეზღუდულია მათთვის ვინც რაიმე მიზეზით იცავს დიეტას, განსაკუთრებით კი ბოსტნეულის დღეებში, რა მოვამზადოთ ბოსტნეულით  და ა.შ. მარხულებისთვის უფრო ფართო არჩევანია, სულო და გულო რა აღარ არის სამარხვო, თუმცა ყველაფერი გენმოდიციფირებული და არასასარგებლო რასაკვირველია.

არადა რომ დაფიქრდე და გასულ დღეებსაც გადახედო, შეიძლება დრო გავიდეს არასამარხო და არადიეტური სულაც არ მიირთვა არაფერი, ბოსტნეულში ხომ არჩევანის საკმაოდ ფართო სპექტრი არსებობს, თუნდაც ზამთარში. ოდნავ ფანტაზიასაც მოიწვევთ და უმალ საინტერესო და მრავალფეროვანი კერძიც მზად არის.

ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში კი არაჩვეულებრივი გარნირი იქნება შემწვარი ხორცისთვის (ქათმის, თევზის, ხბოს)

ბოსტნეულის ბრაწულასთვის დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები 

1 პატარა თავი ბროკოლი

4-5 საშუალო ზომის კარტოფილი

1 დიდი თავი ხახვი

6-7 ცალი პომიდორი ჩერი

1 კონა ქინძი

3 კბილი ნიორი

ორეგანო/შავი პილპილი

მარილი გემოვნებით

1 სუფრის კოვზი ზეთისხილის ზეთი

ინგრედიენტები წინასწარ მოვამზადოთ, კარტოფილი მოვხარშოთ შემდეგ დავჭრათ, ბროკოლი კი მდუღარე წყალში ჩავაყურყუმელაოთ 2-3 წუთით და ისიც დავჭრათ, ასევე პომიდორი, ქინძი და ხახვიც.

ingredientebi

 

აქვე პომიდორისგან მოვამზადოთ სოუსი (ან თუ გაქვთ შინ მომზადებულ-კონსერვირებული კარგი იქნება) ჩავასხათ ლამბაქში, დავუმატოთ დაჭრილი ქინძი, ნიორი, ხახვი, პილპილი, ორეგანო, მარილი და ზეთისხილის ზეთი.

ავიღოთ მინის ან ფაიფურის საცხობი ყალიბი და პირველ რიგში ჩავასხათ მომზადებული სოუსი, შემდეგ კი ფენა-ფენა დავაწყოთ წინასწარ მომზადებული ბოსტნეული.

brokoli

 

ხმელი სუნელები, ქინძი და ხახვიც მოაყარეთ ფენა-ფენა. ღუმელში 20-30 წუთით 180-200 გრადუსზე შევდგათ და ვუალა!

გემრიელად მიირთვით <3

bostneulisbratsula

 

 

კომენტარები

კომენტარი

Tamara Mirianashvili
თამარა არის Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, პროფესიონალი ფოტოგრაფი, მთარგმნელი (ინგლისური ენის სპეციალისტი) და ბლოგერი.
http://odelia.ge

One thought on “ბოსტნეულის ბრაწულა – სამარხვო და ვეგეტარიანული

  1. სალათასავით გავაკეთეთ და ნიგოზიც ძალიან მოუხდა ^^ დიდი მადლობა,ძალიან გემრიელი იყო! <3

Leave a Reply

Top