თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბოსტნეული > ბოსტნეულის სალათი

ბოსტნეულის სალათი

კარტოფილი მოხარშეთ და მსხვილ კუბიკებად დაჭერით; დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მჟავე კიტრი და წვრილად დაჭრილი მწვანილები ქინძი, მწვანე ხახვი, კამა, მსხვილად დაჭრილი ხახვი, მარილი შავი პილპილი გემოვნებით . . .

თუ გეზარებათ ან სხვა ინგრედიენტები არ გაქვთ, დატოვეთ ასე, ესეც სალათია ;)

თუ გაქვთ ყველაფერი და არც გეზარებათ, განაგრძეთ :)

სურათზე მოცემულ ინგრედიენტებს აურიეთ წინასწარ მოხარშული და გაციებული ლობიო;
მოხარშული ჭარხალი ცალკე დაჭერით წვრილად, შეაზავეთ ზეთით და შემდეგ აურიეთ სხვა დანარჩენ ინგრედიენტებს.

რა გამოვიყენე:
კარტოფილი – 400 გ
ჭარხალი – 4–5 საშუალო თავი
ლობიო – 150 გ
ხახვი – 1 დიდი თავი
მჟავე კიტრი 4 ც
კამა, ქინძი, მწვანე ხახვი – 100 გ
ძმარი – 1 ს/კ
მარილი/ შავი პილპილი გემოვნებით

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top