თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > აზიური > ბოსტნეული მოტკბო–მომჟავო სოუსში (ჩინურად)

ბოსტნეული მოტკბო–მომჟავო სოუსში (ჩინურად)

ინგრედიენტები:
· 2–3 მოზრდილი სტაფილო
· 4 ბულგარული (სასურველია ფერადი)
· 200 გრ. სოკო
· 2 კონა პრასი
· მზესუმზირის ან სიმინდის ზეთი
სოუსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
· 0,5 ჭიქა წყალი
· 0,5 ჭიქა თეთრი ძმარი ან ბალზამიკო
· 4 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი
· 4 სუფრის კოვზი მჭადის ფქვილი
· 4 სუფრის კოვზი შაქარი
· 3 სუფრის კოვზი კეტჩუპი

როგორ მოვამზადოთ კერძი:
სტაფილო დავჭრათ წვრილ მოგრძო ნაჭრებად, სოკო და ბულგარული საშუალო ზომის მოოთხკუთხედო ნაჭრებად, პრასის ბოლქვი დავჭრათ თხელ მრგვალ ნაჭრებად (როგორც ახალ ხახვს ან ნიორს ვჭრით ხოლმე), ფოთლები კი უბრალოდ შუაზე გავჭრათ სიგრძეში.
ღრმა ტაფაზე (ვოკზე) დავასხათ ზეთი და მოვთუშოთ ბოსტეული (მაღალ ცეცხლზე) შემდეგი თანმიმდევრობით: სტაფილო (5 წთ.), სოკო და ბულგარული (5 წთ.) და ბოლოს პრასი (2 წთ.) – შესაბამისად, სულ ბოსტნეულის მომზადებას დსაჭირდება 12 წუთი.
მოთუშულ ბოსტნეულს დავასხათ სოუსი (რომელსაც ცალკე მოვამზადებთ უბრალოდ ინგრედიენტების ერთ ჭურჭელში მოთავსებით და კოვზით არევით) და დაბალ ცეცლზე გავაჩეროთ დაახლოებით 5–10 წუთი (მუდმივად ურიეთ, რომ არ მიიწვას!)
შეგიძლიათ მიირთვათ უბრალოდ მოხარშულ თეთრ ბრინჯთან ერთად (საუკეთესო გარნირია!)
P.S. მიირთვით სანამ ცხელია!

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top