თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > ბორანო – აჭარული ფონდიუ

ბორანო – აჭარული ფონდიუ

BORANO (3)

ისევ ვაგრძელებთ აჭარული კულინარიის თემას (პოსტი 1.: “მალახტო – მწვანე ლობიო აჭარულად“)

ბორანო ცხიმში გამლღვალი აჭარული ყველია, რომელსაც “დაპწნილ ყველს” ეძახიან. ნამდვილი კალორიების ბომბია! ერთგვარ ქართულ ფონდიუდაც შეგვიძლია მოვიხსენიოთ, თუმცა, ისედაც მშვენიერი სახელი ჰქვია. მიუხედავად მაღალი ცხიმიანობისა, ბორანო უგემრიელესი რამაა, განსაკუთრებით, სოფლის კიტრ-პომიდორთან ერთად.

BORANO

მომზადებისას გამოიყენება იაღი, აჭარული მარილიანი კარაქი, იაღის არ ქონის შემთხვევაში კი ჩვეულებრივი. თუმცა, რასაკვირველია, უმჯობესია ყველა ინგრედიენტი ავთენტური იყოს.

ყველი, როგორც აღვნიშნეთ, საჭიროა დაწნული აჭარული, სასურველია დაძველებულიც. გურმანები ამტკიცებენ, სიძველე ამ ყველს გემოს უცვლის და კერძს უფრო პიკანტურს ხდისო. რატატუის გუნდიც ეთანხება ამ მოსაზრებას ;)

BORANO (2)

ყველი უნდა დავჭრათ მომცრო ნაჭრებად, მოვათავსოთ ღრმა ჯამში და დავალბოთ. თუ ძალიან მლაშეა, რამდენჯერმე გამოვუცვალოთ წყალი, ბოლოს გადავწუროთ.  იაღი გავადნოთ სანამ არ ამოფუვდება და ყავისფრად არ მოიბრაწება, ასე მდუღარე დავასხათ დამბალ ყველს და ამოვურიოთ.

BORANO (1)

სულ ესაა, გემრიელად მიირთვით :)

ფოტოებზე მოცემულია ერთი ულუფის ინგრედიენტები, ასე რომ, შეძლებთ ორიენტირებას. აჭარაში ხომ არცერთი დიასახლისი არ წონის ყველს. ანდაზაც იმას გვეუბნება, ბევრი ერბო ფაფას ვერ  წაახდენსო ;)

BORANO (4)

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top