თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ევროპული > კრეპები (ბლინები) სულგუნით და ხაჭოთი

კრეპები (ბლინები) სულგუნით და ხაჭოთი

მე ტკბილი ბლინები მაინცდამაინც არ მიყვარს, არც ტრადიციულ, ზეთიან ტაფაში შემწვარ ხორცის ან ხაჭოს გადახვეულ ბლინებზე ვგიჟდები. ამიტომ, რუსული ბლინისა თუ ფრანგული კრეპის (crepes) ჩემეული ვერსია მინდა შემოგთავაზოთ – ქართული სულგუნით.

საკმაოდ მარტივი გასაკეთებელია, ბევრი დრო არ სჭირდება და ნოყიერიცაა, თუმცა მთავარი, რაც დაგჭირდებათ არის დიდი, სწორზედაპირიანი ტაფა, რომელიც არ იწვავს. სასურველია, თუ ბლინის საცხობი ტაფა გექნებათ, ამაზონზე საკმაოდ დიდი არჩევანია, იაფიდან – ძალიან ძვირამდე. მე თბილისში, ტექნიკის მაღაზია OK-ში ვიყიდე, 70 თუ 80 ლარად, აი ზუსტად ასეთი, თავისი ცომის გასანაწილებელი სპეციალური ჯოხით:

თუ კრეპების საცხობი არ გაქვთ, დიდი ზომის ტაფა გამოიყენეთ, მთავარია სწორი ზედაპირი ჰქონდეს, ბლინის განაწილება კი, სპეციალური ჯოხის გარეშე უკვე თქვენს მოხერხებაზეა დამოკიდებული :)

ცომისთვის დაგვჭირდება:

წყალი ან რძე – 1/2 ლიტრი ან ოდნავ მეტი

კარაქი – 2-3 სუფრის კოვზი (გამდნარი)

ფქვილი – 6-7 სუფრის კოვზი

კვერცხი – 1 ც

დანის წვერით მარილი და სოდა ძმრით ან გამაფხვიერებელი

 

მომზადება

გამდნარ კარაქს ვურევთ ნელთბილ რძეში (ან წყალში), შევათქვეფთ კვერცხს, მარილს, სოდას/გამაფხვიერებელს და ფქვილს, სანამ არ მივიღებთ დასასხმელ, თხელ ცომს (საბოლოო მასა გამოდის ზუსტად ორჯერ მეტი თავდაპირველად აღებული წყლის/რძის ოდენობაზე).

სასურველია, თუ ცომს რამდენიმე საათით ადრე გაამზადებთ და მაცივარში გააცივებთ, თუ ვერ ასწრებთ, არც ამით დაიქცევა ქვეყანა :)

შიგთავსისთვის მოვამზადოთ:

ხაჭო – 300 გრამი

სულგუნი – 6-7 ნაჭერი (საშუალოდ მარილიანი)

შავი პილპილი

ხმელი ბაზილიკი ან შაშკვლავი

არაჟანი (სურვილისამებრ)

ცალკე, პატარა ჭიქაში ვასხამთ რამდენიმე სუფრის კოვზ ზეთს, გამომცხვარ კრეპებზე ფუნჯით გადასასმელად.

ვიწყებთ კრეპების ცხობას მაღალ ცეცხლზე. როგორც კი ცალი მხრიდან გამოცხვება, ვაბრუნებთ და კრეპის ერთ მეოთხედზე ვაწყობთ წვრილად დაჭრილ სულგუნს (თითო პორციას თითო ნაჭერი ყოფნის, ან ნაკლებიც), ცარიელ ადგილებს ვავსებთ ხაჭოთი (თუ გნებავთ დაუმატეთ ცოტა არაჟანიც) და ზემოდან ვაყრით შავ პილპილს, ხმელ ბაზილიკს/შაშკვლავს და ცოტა მარილს (თუ ყველი უმარილოა). ასევე შეგიძლიათ ხაჭო წინასწარ შეაზავოთ, უფრო ცოტა დრო დაგეხარჯებათ და პილპილი და ბაზილიკიც უფრო თანაბრად განაწილდება.

ამასობაში კრეპი ქვემოდანაც იბრაწება, სასწრაფოდ ვკეცავთ შუაზე და ფუნჯით ვუსვამთ ძალიან ცოტა ზეთს. შემდეგ კიდევ ვკეცავთ მეოთხედზე, ისევ ზეთს ვუსვამთ და რამდენიმე წამში ვაბრუნებთ, რომ  ქვემოდანაც გავაპრიალოთ და დავარბილოთ ზეთით.

ამის შემდეგ უკვე შეგიძლიათ გადაიტანოთ თეფშზე და გემრიელად მიირთვათ :))

ვისაც გავასინჯე, დამეთანხმება, რომ ძალიან გემრიელია. შეგიძლიათ მიირთვათ ცხელ, ლიმონიან ჩაისთან, ლიმონათთან, კომპოტთან და ტკბილ წვენთან ერთად. თითო ადამიანზე გათვალეთ 1-2 კრეპი, რადგან საკმაოდ ნოყიერია.

სხვა რჩევები:

ხაჭოს ნაცვლად, შეგიძლიათ გააკეთოთ პიტნიანი ნადუღით, სულ სხვაგვარი გემო აქვს, უბრალოდ ნადუღი უფრო მძიმე პროდუქტია და შესაბამისად, უფრო რთულად მოსანელებელიც, ამიტომ მე უფრო მსუბუქი ხაჭო ვარჩიე

ასევე ძალიან გემრიელია ჰოლანდიური ყველისა და ლორის სიფრიფანა ნაჭერი გულსართში

თუ ტკბილი ბლინები/კრეპები გიყვართ, საკუთარი ინტერპრეტაციით, ამავე მეთოდით შეგიძლიათ გააკეთოთ და თქვენი გემოვნებით შეაზავოთ გულსართი: ნუტელა და ბანანის ნაჭრები, მურაბა და ხაჭო და ა.შ. (ტკბილი ბლინების რეცეპტი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ბლოგზე, მარიამისგან)

თუ სამარცხვო კრეპების გაკეთება გნებავთ, შეგიძლიათ ცომს კარაქის ნაცვლად მარგარინი დაუმატოთ, კვერცხი კი საერთოდ ამოიღოთ. მაინც გამოცხვება, უბრალოდ ოდნავ ნაკლებად ელასტიური იქნება ფირფიტა.

ვინაიდან თითოეული კრეპის გაკეთებას დრო სჭირდება, ტაფა კი ერთია, სტუმრებს რომ არ ალოდინოთ, გირჩევთ კრეპები წინასწარ ნახევრად გამოაცხვეთ და ერთმანეთზე დააწყვეთ, ერთ დიდ თეფშზე. შემდეგ სათითაოდ გადაიტანთ ცხელ ტაფაზე და სანამ გულსართს დაალაგებთ, საბოლოოდ გამოცხობა/გახურებასაც მოასწრებს.

როცა გააკეთებთ, არ დაგავიწყდეთ, თქვენი გამოცდილება ან იდეებიც გაგვიზიაროთ ;)

კომენტარები

კომენტარი

19 thoughts on “კრეპები (ბლინები) სულგუნით და ხაჭოთი

  1. kreps sakmaod xshirad vaketeb ojaxur creshi da stumrebisatvisac. rogorc cesi, vicyeb xolme mariliani krepit da shemdeg desertad vaketeb tkbils.
    mariliani krepi zlian gemrieli gamodis xorciani blinchikis shigtavsit, xmeli lobioti (lobianis guli) da ra sakvirvelia, yvelit. yvelis gulsartisatvis viyeneb mozarelas da fetas narevs, zogjer gaxexil holandiur yvelsac vamateb. aseve gemrielia xaxvshi chashushuli qama sokos gulsarti shavi pilpilit.
    tkbili krepisatvis viyeneb sakutar naxelav, an nayid vashlis piures cota darichinit (visac darichini uyvars), zalian msubuqi da gemrielia, an nutelas bananis nachrebit, chemi favotitia krepi nekerchxlis sirofit, zalian aromatulia. sheizleba aseve ixmarot yavisfer shaqris fxvniltan Sereuli darichini-gamomcxvar kreps naxevarze moafrqviet da gadakecet survilisamebr.
    krepis gamocxobisas chventan yoveltvis saxaliso situaciiaa xolme, stumrebic igeben monawileobas cxobashi da tviton archven gulsartebs.
    morchenil coms (yoveltvis mrcheba) macivarshi vinaxav-meore dgesac shesanishnavia.

    1. მასე ვინახავ მეც :))) მშვენივრად ინახება. მარილიანი მაინც უფრო მირჩევნია, ტკბილი – ალადიკები მიყვარს :)

    2. Having read this I believed it was rather informative.
      I appreciate you taking the time and effort to put this informative article together.
      I once again find myself spending a lot of time both reading and leaving comments.
      But so what, it was still worth it!

  2. radgan tkbili aladikebi gkvarebiat, kidev ert gamocdilebas sagiziarebt: aladikebi, an tu gnebavt pancakes vacxob xolme crepis avtomatse ucximod. cxobis dackebamde zedapirs txlad gadavusvav zets, shevamshraleb da vickeb cxobas. saciroa sheurchiot temperatura, dsalian gemrieli gamodis.

    1. Please let me know if you’re looking for a article author for your site.
      You have some really good articles and I feel I
      would be a good asset. If you ever want to take some of the load off,
      I’d really like to write some material for your blog in exchange
      for a link back to mine. Please send me an e-mail if interested.
      Thanks!

  3. kidev ragac gamaxsenda: orives, cereps da pancakes dsalian uxdeba kaklis muraba-txlad dachrili nakopebi da siropi. visac kaklis muraba ukvars, aucileblad moeconeba(:

  4. მმ, კაკლის მურაბა ვის არ უყვარს, ვისაც გაუსინჯავს. მოწიწებით ვსინჯავ ყოველთვის, იმდენად ღვთაებრივი რამეა <3

    1. Hi would you mind letting me know which hosting
      company you’re working with? I’ve loaded your blog in 3 different browsers and I must say this
      blog loads a lot quicker then most. Can you suggest a good web hosting provider at a reasonable price?
      Thank you, I appreciate it!

  5. The worth of a DWELLING funds assisted property, after rehabilitation, must
    not exceed ninety five% of the median purchase value
    for the world, as printed by HUD or decided locally by market evaluation.

  6. We had our home in the marketplace for 9 months, took it off, put
    in $10,000 makeover, put it again on the market and bought it in two weeks the second go round for $10,000
    more than the primary time.

  7. Hi there! I just wanted to ask if you ever have any issues with hackers?
    My last blog (wordpress) was hacked and I ended up losing several weeks of hard work
    due to no data backup. Do you have any methods to prevent
    hackers?

  8. Having read this I thought it was rather informative.
    I appreciate you taking the time and effort to put this informative article together.
    I once again find myself spending way too much time both reading and posting comments.
    But so what, it was still worthwhile!

  9. Greetings, I think your site might be having internet browser compatibility problems.
    Whenever I take a look at your site in Safari, it looks fine however when opening in I.E.,
    it’s got some overlapping issues. I just wanted to give you a quick heads up!
    Other than that, excellent website!

Leave a Reply

Top