ბისკვიტი ატმით და ნუშით |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 1-2 სთ > ბისკვიტი ატმით და ნუშით

ბისკვიტი ატმით და ნუშით

ალბათ შეამჩნევდით, ბლოგზე ძველებურად ვეღარ ვაქტიურობ. ან იქნებ ვერც შეამჩნიეთ და მე მგონია ასე… :D საქმე ისაა, რომ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ და თბილისიდან შორეულ კალიფორნიაში გადმოვბარგდით. თუ ოდესმე მსგავსი გამოცდილება გქონიათ, ალბათ იცით, რამდენ ენერგიას მოითხოვს ეს პროცესი.  ახალ ქვეყანასთან, ხალხთან, გარემოსთან, საკვებთან შეგუება არც ისე ადვილია, თუმცა ადამიანი კარგს მალე ეჩვევა და აი, უკვე ერთი თვეა ამ არაჩვეულებრივ ქვეყანაში ვცხოვრობთ. როგორც იქნა შევეჩვიე, რომ უცნობები რომ გამიღიმებენ და როგორ ხარო მკითხავენ, არ უნდა დავიბნე და არ დავიწყო ფიქრი საიდან მიცნობს :D კულინარიულ ექსპერიმენტებს დროებით შევეშვი, ჯერ აქაური პროდუქტებისა და მაღაზიების შესწავლით ვარ დაკავებული, სად რა ვარგა და არ ვარგა, სად იაფია და სად ძვირი, რა გემრიელია და რა უგემური…  თანაც, ჯერჯერობით აქ არც ნაირ-ნაირი ჭურჭელი მაქვს, არც ათასგვარი კულინარიული ინსტრუმენტი. მოკლედ  არაფერი საინტერესო ამ სფეროში.

სამაგიეროდ, თბილისიდან გამოყოლილი ბევრი რეცეპტი და ფოტო მაქვს, რომელსაც ნელ-ნელა გაგიზიარებთ.  დღეს ატმის ბისკვიტს შემოგთავაზებთ – ადვილია, გემრიელი, დილით არომატულ ჩაის ძალიან მოუხდება :)

_DSC0062

  • 3 კვერცხი
  • 90 გ შაქარი
  • 30 გ (2ს.კ)  მანანის ბურღული (ჩანაცვლდება ფქვილით)
  • 80 გ ფქვილი
  • 60 მლ ზეთი
  • 2/3 ჩ.კ სოდა
  • 2 ატამი
  • 2-3 ს.კ ნუში

კვერცხის ცილით და შაქრით მოვამზადოთ ბეზე. შევურიოთ კვერცხის გული, ზეთთან ერთად მსუბუქად გათქვეფილი. შემდეგ, მიქსერის გარეშე შევურიოთ გაცრილი ფქვილი, მანანის ბურღული და სოდა.  მიღებული ნაზი ცომი ჩავასხათ 20-22 სმ დიამეტრის ქაღალდჩაფენილ ფორმაში. ფორმის გვერდებს ცხიმს ნუ წავუსვამთ.

ატამი გავთალოთ და თხელ ფირფიტებად დავჭრათ. ლამაზად დავალაგოთ ნამცხვრის მთელ ზედაპირზე. , მოვაყაროთ ნუში და შევდოთ გამოსაცხობად 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, დაახლოებით 40 წუთი.

მზას მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

_DSC0070

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

2 thoughts on “ბისკვიტი ატმით და ნუშით

  1. Entre las actividades que llenan los programas
    de las distintas jornadas resaltan clases maestras y conferencias dirigidas a
    los profesionales para sacar el máximo potencial a su trabajo como fotógrafos culinarios.

Leave a Reply

Top