თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > ბიფსტროგანოვი

ბიფსტროგანოვი

ხორცის მოყვარულები დააფასებენ ამ რეცეპტს და ამ კერძს. ძალიან ადვილია და ძალიან გემრიელიც. შეიძლება მომზადდეს სოკოთიც და მის გარეშეც. ამჯერად სოკოან რეცეპტს გთავაზობთ.

beefstroganoff

  • 500 გ საქონლის მჭლე ხორცი
  • 250-300 გ ქამა სოკო
  • 200-250 გ არაჟანი
  • 1ს.კ ფქვილი
  • 1 ხახვი
  • 2 ს.კ კარაქი
  • ცოტა ტომატ-პასტა ან სახლის პამიდვრის საწებელი
  • წითელი წიწაკა
  • მარილი, შავი პილპილი

საქონლის ხორცი თხელ ფირფიტებად დავჭრათ და დავბეგვოთ. შემდეგ მოგრძო ზოლებად დავჭრათ. ტაფაზე დავადნოთ კარაქი,მოვშუშოთ მასში წვრილად დაჭრილი ხახვი, დავაყაროთ ხორცის ნაჭრები და შევბრაწოთ სწრაფ ცეცხლზე. შემდეგ ცეცხლს დავუწიოთ და ხორცი თავისივე წვენში მოვშუშოთ. თუ წვენი დაიშრო და ხორცი ჯერ კიდევ მაგარია,წყალი დავამატოთ ცოტა.
ხორცი რომ მზად იქნება, დავამატოთ დაჭრილი ქამა სოკო და მოვბრაწოთ. ჩავამატოთ პამიდვრის საწებელი ან ტომატ-პასტა და განვაგრძოთ შუშვა.
მოვაყაროთ ფქვილი და კარგად ამოვურიოთ, შემდეგ არაჟანი დავამატოთ, წამოვადუღოთ და დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ სანამ შესქელდება.
შევაზავოთ მარილით, პილპილით, წიწაკით.
მივირთვათ შემწვარ ან მოხარშულ კარტოფილთან ერთად.

gsfg

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top