თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > ბატკნის ნეკნები მწვანილიან საფანელში, გორდონ რამზის რეცეპტით

ბატკნის ნეკნები მწვანილიან საფანელში, გორდონ რამზის რეცეპტით

ეს რეცეპტი ამ ზამთარს, მოსკოვში ყოფნისას მოვამზადე და უამრავი კომპლიმენტი მივიღე ჩემი ოჯახის მთავარი დეგუსტატორისგან, რომელსაც ხორცი ძალიან უყვარს. მე ვფიქრობ, ასეთი წარმატება ჩემს ოსტატობაზე მეტად არაჩვეულებრივმა ინგრედიენტმა – ზელანდიურმა ბატკნის ხორცმა დაიმსახურა. ალბათ იცით, რომ ზელანდიასა და ავსტრალიაში ხორცის დამუშავებას განსაკუთრებულად უდგებიან და მსოფლიოში საუკეთესო სასტეიკე და შესაწვავი ხორციც გააქვთ ექსპორტზე.  ასეთი ხორცი ვაკუუმ-შეფგუთვაში იყიდება, გაყინვის გარეშე  და არც თუ იაფი ღირს. 1 კგ ნეკნებში დაახლოებით 1400 რუბლი გადავიხადეთ, მაგრამ მერწმუნეთ, თანხად ნამდვილად ღირდა. ბოლოსდაბოლოს, ყოველდღე ხომ არ ვყიდულობთ.

თუ ბატკნის ხორცი გიყვართ, ქართული ბატკნითაც შეგიძლიათ სცადოთ, დარწმუნებული ვარ უგემრიელესი გამოგივათ.

lamb1

სიმართლე რომ გითხრათ,  ეს პირველი შემთხვევა იყო როცა ბატკნის/ცხვრის ხორცი მოვამზადე. ცუდია ტონია, მაგრამ ვაღიარებ – არ მიყვარს, არც სუნი, არც გემო. ეს ნეკნებიც მხოლოდ და მხოლოდ  ინტერესის გამო გავსინჯე ერთი პაწაწინა ლუკმა.  ხორცი იყო ძალიან ნაზი, როგორც ამბობენ პირში დნებოდა. მაგრამ აქ დამთავრდა ჩემი დეგუსტაცია. სამაგიეროდ სხვებმა დააფასეს და შეაფასეს.

პირველ რიგში ნახეთ  ეს პატარა ვიდეო, სადაც გორდონ რამზი ამზადებს ამ კერძს. მე სწორედ ამით ვიხელმძღვანელე და საერთოდ გორდონ რამზის მადისაღმძვრელი და საოცარი რეცეპტების გამო გადავწყვიტეთ ამ კერძის მომზადება.

შემდეგ გეტყვით მე რა გამოვიყენე და რა გავაკეთე:

  • ცხვრის/ბატკნის ნეკნები 1 კგ
  • მარილი პილპილი

მწვანე ქრამბლისთვის:

  • 1-2 ნაჭერი ძველი, გამომშრალი პური
  • 1 კონა ოხრახუში
  • 1-2 კონა პიტნა
  • 1-2 ტოტი როზმარინი, მხოლოდ ფოთლები
  • ტიმიანის ფოთლები (შევცვალე ხმელით)
  • მდოგვი 1 ს.კ

ხორცი შევამშრალოთ და მოვაყაროთ ახალდაფქული პილპილი და მსხვილი მარილი.  შევბრაწოთ ყველა მხრიდან ზეითუნის ზეთში, ტაფაზე. პარალელურად, გავახუროთ ღუმელი 200 გრადუსზე.   დაბრაწული ხორცი ღუმელში გადავიტანოთ 7-10 წუთი.

lamb6

lamb5

lamb4

 

ამასობაში კი მოვამზადოთ მწვანე ქრამბლი. გამომშრალი პურის ნაჭრები კომბაინში/ბლენდერში დავფქვათ მწვანილებთან ერთად. გამოვიღოთ ხორცი ღუმელიდან და ფუნჯით გადავუსვათ მდოგვი, შემდეგ კი ამოვავლოთ მწვანე ნაფხვენში. შევაბრუნოთ ღუმელში კიდევ რამდენიმე წუთით. რაც უფრო დიდხანს გავაჩერებთ, მით უფრო შეიწვება ხორცი. მედიუმისთვის საკმარისია 5-10 წუთი

lamb3

lamb2

lamb

ხორცი შიგნით იყო ვარდისფერი, ძალიან ნაზი და არომატული.

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top