თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბოსტნეული > ბამი – სასარგებლო და გემრიელი

ბამი – სასარგებლო და გემრიელი

დღეს აღმოვაჩინე რომ კერძი, რომელიც ეგვიპტეში ძალიან მომეწონა, მზადდება ბოსტნეულისგან სახელად ბამი; აღმოვაჩინე სრულიად შემთხვევით, ფეისბუქზე ჩემი მეგობრის ამ საინტერესო ბოსტნეულის შესახებ ჩანაწერის სახით.

მაშ ასე, უცვლელად გთავაზობთ საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობის თავმჯდომარის, ანდრო ხეთერელის სტატიას ბამის შესახებ და ასევე რეცეპტს “ბამი ეგვიპტურად”.

––––––––

ბამი მწვანე ფერის და კონუსისებრი ფორმის ბოსტნეულია. ძირითადად იგი იწარმოება თბილი კლიმატის მქონე ქვეყნებში. ბამს აქვს განსაკუთრებული  სასარგებლო თვისებები , ამიტომ იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას. მისმა  თესლმა შეიძლება შეცვალოს ყავა, რასაც აკეთებდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს. ეს ბოსტნეული შეიცავს მრავალ სასარგებლო ნივთიერებასა და მინერალს. პირველ რიგში ის შეიცავს ვიტამინებს (B6, C, K,), კალციუმს, რკინას, B1  და კალიუმს. ბამი შეიცავს ბევრ ცილას, მაღალი შემცველობის დიეტურ ბოჭკოებს, ის განსაკუთრებით  სასარგებლოა ზოგიერთი ტიპის სამკურნალო დიეტის დროს. 

OKRA

 ბამის სასარგებლო თვისებები

ბამი თითქმის ერთადერთი ეგზოტიკური ბოსტნეულია, რომელიც სასარგებლოა ფეხმძიმობის დროს, განსაკუთრებით ნაყოფის ცენტრალური ნერვული სისტემის ჩამოყალიბების პროცესში. ამიტომ, თუ გსურთ თქვენი ბავშვი იყოს ჯანმრთელი, გახსოვდეთ რომ ჩართოთ ბამი თქვენს კვების რაციონში. ბამი მცენარეული წვენის და ბუნებრივი ბოჭკოების მეშვეობით ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის დარეგულირებას. სწორედ აღნიშნული ნივთიერებების გამო, ბამი არის სასარგებლო კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა დაავადებების დროს. ბამი ათავისუფლებს სხეულიდან ზედმეტ სითხეს, ქოლესტერინს და ასუფთავებს მას ტოქსინებისაგან. თუ ამ ბოსტნეულს რეგულარულად გამოიყენებთ, მაშინ შეგიძლიათ დაივიწყოთ მუცლის შებერვა და ყაბზობა. ეს მწვანე პარკები განავითარებენ სასარგებლო მიკროფლორას ჩვენს ნაწლავებში. დადასტურდა, რომ ბამს შეუძლია განკურნოს ისეთი სახიფათო დაავადება, როგორიც არის კუჭის წყლული.

ბამი ერთ-ერთი საიმედო მოკავშირეა ჭარბ წონასთან ბრძოლაში, ჯანმრთელობაზე ზიანის მიყენების გარეშე. აგრეთვე ბამი აწყნარებს ნერვულ სისტემას.სასარგებლოა გამოიყენონ მათ, ვისაც აწუხებს დეპრესიული მდგომარეობა, გადაღლა, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, გაღიზიანება და სხვადასხვა დაავადებები, რაც უკავშირდება ცენტრალურ ნერვულ სისტემას. ეს ბოსტნეული ეხმარება ადამიანის ორგანიზმს გაუმკლავდეს პნევმონიას, გაციებას და ანგინას. ბამს შეუძლია მოხსნას ასთმური შეტევა. სასარგებლოა ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისა და სახსრების გამაგრებისთვის.

ბამი სასარგებლოა ზოგიერთი სიმსივნური ტიპის დაავადებებისთვის, იგი ორგანიზმს ეხმარება სიმსივნური წარმონაქმნების განვითარების შეჩერებასა და საერთოდ მოსპობაში. განსაკუთრებით ეფექტურია კუჭ-ნაწლავის სიმსივნური დაავადებების დროს.ამ ბოსტნეულის რეგულარული გამოყენება უზრუნველყოფს დიაბეტის და კატარაქტის პროფილაქტიკას.

 

ბამის რეცეპტები

ბამის გამოყენების დროს საჭიროა დავიცვათ გარკვეული სტანდარტები. პირველ რიგში არ უნდა გამოვიყენოთ სპილენძისა და თუჯის ჭურჭელი, რათა თავიდან ავიცილოთ ქიმიური რეაქცია, რომელიც გააუარესებს კერძების ხარისხს. ასევე .აუცილებელია ბამის მომზადების დროს გამოვიყენოთ ძმარი ან სხვა მჟავები. მწვანე პარკებს წვავენ , ხარშავენ, ამზადებენ წვნიანს, ამარილებენ და ამწნილებენ. თუ გინდათ, რომ შეინახოთ დიდხანს ბამი, მაშინ უნდა დააკონსერვოთ.

თქვენს კვების რაციონში დაამატეთ ბამი, რომლის რეცეპტები საკმაოდ მარტივია.

საუკეთესო რეცეპტი:  „ბამი ეგვიპტურად“.

ამ კერძის მომზადებისათვის საჭიროა

1კგ ბამი

1 დიდი თავი ხახვი

7 პომიდორი

7 ს/კ მცენარეული ზეთი

ბულიონი(წყალი) 250 მლ

0,5 კგ საქონლის ხორცის ფარში

7 ს/კ არაჟანი, სუნელები და მარილი გემოვნებით

ბამი გავასუფთავოთ და გავრეცხოთ. შემდეგ შემთბარ ცხიმზე დავყაროთ 3 წუთი და ხშირად ვურიოთ, სანამ არ შეიწვება. ამ დროის განმავლობაში გადმოვყაროთ ბამი საწურში და ვაცადოთ სანამ არ დაიწურება. შემდეგ შევწვათ ხახვი, წვრილად დაჭრილ პომიდორთან ერთად, აქვე დავამატოთ ფარში. როდესაც ყველაფერი შევარდისფერდება, ტაფაში დავასხათ ბულიონი და დავამატოთ ნიორი, სუნელი და მარილი გემოვნებით. შევწვათ სანამ არ აორთქლდება სითხე და დავამატოთ არაჟანი. შემდეგ დაგვჭირდება ქვაბი, რომელშიც უნდა წავუსვათ ცხიმი და მასში ჩავაწყოთ გატარებული ფარში, შემდეგი ფენა კი ბამი და ასე ვიყენებთ ფარშის მეორე ნაწილს. და ასე ვღებულობთ „ფენოვან ნამცხვარს“ .ზემოდან დავნამოთ ცხიმით და შევდგათ კარგად გაცხელებულ ღუმელში 180 გრადუსზე ერთი საათის განმავლობაში.ვიღებთ და კერძიც მზად არის…

 

 

კომენტარები

კომენტარი

Tamara Mirianashvili
If you want to tell people the truth, make them laugh, otherwise they'll kill you.” ― Oscar Wilde თამარა არის Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, პროფესიონალი ფოტოგრაფი, მთარგმნელი (ინგლისური ენის სპეციალისტი) და ბლოგერი.
http://eatandtour.com

Leave a Reply

Top