თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბოსტნეული > ბადრიჯნის სალათი (ან ფხალი) ნივრით და ქინძით

ბადრიჯნის სალათი (ან ფხალი) ნივრით და ქინძით

ეს კერძი ალბათ ბევრმა თქვენგანმა იცის, მაგრამ მაინც დავწერ :) მე ბადრიჯნის მოყვარული არ ვარ, თუმცა ეს ერთადერთი ვერსიაა ამ ბოსტნეულის, რომელიც მიყვარს.

1 კგ ბადრიჯანი
3 ს.კ ზეითუნის ზეთი
2-3 ს.კ ძმარი( უმჯობესია ბალზამიკო)
5-6 ნივრის კბილი, დიდი ზომის
1 დიდი კონა ქინძი
მარილი, ახალდაფქული შავი პილპილი

სანელებლების ცვლილება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია

გარეცხილი ბადრიჯნები შუაზე გაჭერით, დაალაგეთ ზურგით ზემოთ მსუბუქად გაცხიმულ თუნუქის ფურცელზე და გრილზე  ან აირღუმელში (200გრადუსზე) გააჩერეთ 20წუთი დაახლოებით. ჩანგლით გასინჯეთ, თუ რბილია და კანიც მოებრაწა, საკმარისია. (ზოგი ფირფიტებად დაჭრილ ბადრიჯანს ტაფაზე ზეთში წვავს, მაგრამ ეს მეტ დროს მოითხოვს, ცხიმით სვრის გაზქურას და ამასთან ერთად, ბევრი ზეთის გამო ძალიან კალორიულია)
• გაცივებულ ბადრიჯანს კანი მოაძვრეთ (ადვილად ძვრება) და ხელით დაძენძეთ
• დაამატეთ ზეთი (ზეითუნის ძალიან უხდება), ძმარი (რაოდენობა ძმრის სიმაგრეზე და გემოვნებაზეა დამოკიდებული) მარილი, დაჭრილი ქინძი და ნიორი, პილპილი
• კარგად აურიეთ და მირთმევამდე მაცივარში შედგით 1 საათით მინიმუმ. ძალიან გემრიელია გახუხულ ტოსტებთან ერთად

კომენტარები

კომენტარი

2 thoughts on “ბადრიჯნის სალათი (ან ფხალი) ნივრით და ქინძით

  1. ნინო, ვმარხულობ და ძალიან დროული იყო ეს რეცეპტი, დიდი მადლობა.
    ბადრიჯანს ყოველთვის ვამარილებ, ვრეცხავ, ვამშრალებ და მერე ვწვავ და აქ ეს არაა საჭირო?

    1. აჯაფსანდალისთვის მეც ვამარილებ ხოლმე, ან როცა ფირფიტებად ვწვავ. ასე როცა ვწვავ მთლიანებს არ ვამარილებ, სიმართლე გითხრა მაქსიმალურად გავიიოლე საქმე :) სიმწარე არ გასდევს, არც ბევრ ზეთს ითხოვს, რატომღა ვიწვალო? :D ანუ სურვილის მიხედვითაა, შეგიძლია დაამარილო, შეგიძლია არა :)

Leave a Reply

Top