Baci - შოკოლადის ბურთები |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 2+ სთ > Baci – შოკოლადის ბურთები

Baci – შოკოლადის ბურთები

Baci (ბაჩი) იტალიურად თურმე კოცნას ნიშნავს და კიდევ შოკოლადის დესერტის სახელია.

დაგჭირდებათ:

200 გრამი შავი შოკოლადი

8 ს/კ რძე

4 კვერცხის გული

80 გრ. შაქარი

1 ჭიქა ლიქიორი

100 გრ დაქუცმაცებული თხილის ფხვიერი ნამცხვარი

200 გრ დაქუცმაცებული თხილი

300 გრამი ნაღები

მომზადება:

შოკოლადი დაამტვრიეთ და დაადნეთ ორთქლის აბაზანაზე (ან მიკროტალღურ ღუმელში) რძესთან ერთად. აურიეთ გლუვი მასის მიღებამდე.

ნაღები ათქვიფეთ მიქსერით (ჩვენს შემთხვევაში ვიყენებთ Bosch MUM5 რობოტის მიქსერის თასს, რომელიც იდეალურად ურევს ნაღების კრემს) და გადაიტანეთ ცალკე თასში.

მოსარევ თასში ამჯერად მოათავსეთ კვერცხის გული, შაქარი, ლიქიორი და ურიეთ, სანამ ფაფუკ და სქელ კონსისტენციას არ მიაღწევს. დაუმატეთ 100 გრ ფხვიერი ნამცხვარი და დამდნარი შოკოლადი და აურიეთ ერთმანეთში ნაზად.

ნაღების კრემი თანაბრად გადაანაწილეთ და შეურიეთ ნარევს.

გადაიტანეთ მასა 1 ლიტრიან კონტეინერში და გაყინეთ 10 საათის განმავლობაში (ან დატოვეთ მთელი ღამით).

მიიღებთ ნაყინის მსგავს დესერტს, რომელიც უნდა ამოიღოთ ბურთებად ნაყინის ან ჩვეულებრივი სუფრის კოვზით.

ბურთულები ამოავლეთ ფხვიერი ნამხვრის და თხილის ნარევში და 1 საათით შეაბრუნეთ მაცივარში. შემდეგ განათავსეთ პატარა ფიალებზე ლამაზად, თითო ან რამდენიმე ცალი :)

რეცეპტიც და დესერტიც მომზადებულია Bosch MUM მიქსერის თასის დახმარებით

shokoladisburtebi

 

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top