თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 1-2 სთ > ბაბა განუში და ტაჰინის სოუსი- ორი რეცეპტი შუა აღმოსავლური სამზარეულოდან

ბაბა განუში და ტაჰინის სოუსი- ორი რეცეპტი შუა აღმოსავლური სამზარეულოდან

ბაბა განუშის -ამ უჩვეულო სახელის ქვეშ ძალიან გემრიელი კერძი იმალება. ის საკმაოდ გავრცელებულია მედიტერანულ და შუა აღმოსავლეთის სამზარეულოში. როგორც ყველა პოპულარულ კერძს, მასაც გააჩნია ვარიაციები. მზადდება როგორც ტაჰინით, ისე მის გარეშე.

პირველ რიგში დავიწყოთ ტაჰინით. ტაჰინის სოუსი, იგივე სეზამის სოუსი ან პასტა ძალიან პოპულარულია აღმოსავლეთის და ნაწილობრივ ბერძნულ კულინარიაში. გამზადებული იყიდება მარკეტებში, თუმცა მისი სახლში მომზადება 2 წუთის საქმეა.

აიღეთ ნახევარი ჭიქა სეზამის მარცვლები და ძალიან მსუბუქად მოხალეთ ტაფაზე ან ღუმელში. გააცივეთ, გადაიტანეთ ბლენდერში და დაფქვით. თანდათანობით მარცვლები სველ, წებოვან მასად იქცევა, შემდეგ კი გათხელდება სოუსივით. დაამატეთ 2-3 კოვზი ზეთი და განაგრძეთ თქვეფა.  შეიძლება წყლის დამატებაც, მაგრამ ზეთით უფრო კრემოვანი ტექსტურა მიიღება. თუ თხელი კონსისტენცია გსურთ, დაამატეთ კიდევ ცოტაოდენი ზეთი ან წყალი. წყლის დამატების შემდეგ შესაძლოა ცოტა ჩასქელდეს, მაგრამ კიდევ გაათხელეთ სანამ სასურველ სისქეზე არ დადგება. დაამატეთ მარილი. ზოგი რეცეპტის მიხედვით ტაჰინის სოუსს 1-2 კბილ ნიორსაც ამატებენ. მეც დავამატე, რადგან ნივრიანი უფრო გემრიელი მეჩვენება. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ფოტოების გადაღება გადამავიწყდა.

 

გადავიდეთ ბაბა განუშის მიმზადებაზე.  ამისთვის დაგჭირდებათ

> 2-3 საშუალო ზომის ბადრიჯანი
> 2-3 კბილი ნიორი
> 2-3 ს.კ დაჭრილი ოხრახუში
> წითელი წიწაკის ფანტელები
> მარილი
> ტაჰინის სოუსი

*ზოგიერთი რეცეპტით შეგიძლიათ 2-3 კოვზი სახლში მომზადებული მაიონეზის დამატება. ჩემი აზრით, ორივე ვერსია კარგია.

baba ganoush

ბადრიჯანი გაჭერით შუაზე, ან პირდაპირ მთლიანები შეწვით ტაფაზე, ღუმელში ან ყველაზე უკეთესია – გრილზე, ღია ცეცხლზე. შეწვით ყველა მხრიდან, შიგნიდან კარგად რომ დარბილდეს. გააგრილეთ და გააცალეთ კანი. მოათავსეთ ბლენდერში და პიურედ აქციეთ.

დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და კვლავ აურიეთ.  შედგით მაცივარში გასაციებლად.

უგემრიელესი კერძია, აუცილებლად სცადეთ!

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

3 thoughts on “ბაბა განუში და ტაჰინის სოუსი- ორი რეცეპტი შუა აღმოსავლური სამზარეულოდან

Leave a Reply

Top