თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > აზუ თათრულად

აზუ თათრულად

ცივ ამინდებს როგორ უხდება ასეთი კერძები – სურნელოვანი, ნოყიერი, ცოტა ცხარე და ძალიან, ძალიან გემრიელი :) თანაც ჩვენებური, გემრიელი პამიდვრით მომზადებული.

აზუ ისეთი კერძია, ხშირ-ხშირად რომ მოამზადებთ და მთელი ოჯახი სიამოვნებით მიირთმევთ :)

azu

 

500 გ საქონლის რბილი ხორცი

2-3 პამიდორი

1 ს.კ ტომატ-პასტა

2 ცალი პატარა მჯავე კიტრი

1 ხახვი

1 კბ ნიორი

მარილი და პილპილი

ოხრახუში

 

ხორცი თხელ ფირფიტებად დავჭრათ და  დავბეგვოთ.   დავჭრათ წვრილ ზოლებად, დაახლოებით3-4 სმ სიგრძის,

ტაფაზე დავასხათ ზეთი და ხორცი მოვბრაწოთ, შემდეგ დავაყაროთ დაჭრილი ხახვი და ნიორი, ცეცხლს დავუწიოთ და მოვშუშოთ.

ტომატ-პასტა გავხსნათ ცოტა წყალში და დავასხათ ხორცს. პამიდორი გავფცქვნათ და წვრილად დავჭრათ. კიტრი გავხეხოთ ან წვრილად დავჭრათ.

პამიდორი და კიტრი ჩავამატოთ ხორცს, თავზე დავახუროთ და გავაგრძელოთ შუშვა, სანამ ხორცი არ დარბილდება.

ბოლოს მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში, მარილი და პილპილი

გარნირად მოვუმზადოთ შემწვარი კარტოფილი. მაგრამ, ვფიქრობ, მოხარშულიც ძალიან მოუხდება, თან უფრო ჯანსაღიც იქნება.

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top