აირანი - აღმოსავლური სასმელი მაწვნით |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > აირანი – აღმოსავლური სასმელი მაწვნით

აირანი – აღმოსავლური სასმელი მაწვნით

აირანი აღმოსავლური სასმელია, ჯანსაღი და გემრიელი. ეს სახელი ზოგისთვის თურქეთთან ასოცირდება, ზოგისთვის აზერბაიჯანთან. სინამდვილეში თითქმის მთელ აღმოსავლეთში გავრცელებული ყოფილა: თურქეთში, ირანში, ავღანეთში, ბულგარეთში, საბერძნეთში, მაკედონიაში, უზბეკეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში…

მომზადება უმარტივესია, სულ ორი ინგრედიენტით: თანაბარი რაოდენობის მაწონი და წყალი. რომ არ გამესინჯა, არასდროს მომაფიქრდებოდა მაწვნისა და წყლის ერთმანეთში არევა და მითუმეტეს გემრიელად ვერ წარმოვიდგენდი, არადა დაახლოებით კეფირის გემო აქვს, ოღონდ უფრო მსუბუქია.

გემოვნებით ცოტა მარილს და დაჩეჩქვილ (ან დაბლენდერებულ) პიტნას თუ დაუმატებთ, უკვე ავღანური აირანი გამოგივათ და გემოთი ჩვენებურ გებჟალიას გაგახსენებთ.

არაჩვეულებრივია ზაფხულში, გასაგრილებლად და თანაც, ზედმეტი ტკბილის მიღების გარეშე დაგიცხრობთ შიმშილს. წყალში გაზავებული და პიტნით დამშვიდებული მაწონი ნაკლები კონცენტრაციისა და ნაკლები სიმჟავის გამო კუჭისთვისაც უფრო მსუბუქია, ვიდრე ჩვეულებრივი კეფირი, მაწონი ან იოგურტი.

მიირთვით ცივი, ნებისმიერ საჭმელთან ერთად ან ცალკე.

ayran

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top