თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Author: Katerina Mamaladze-Lashchukhina

კალმახი ფოლგაში

დღეს ხარებაა და როგორც ამბობენ, ამ დღის მენიუ თევზისაა. ეს არის ფოლგაში შემწვარი კალმახი. კარგად გარეცხილ და შემდეგ ხელსახოცით შემშრალებულ კალმახს ორივე მხრიდან და შიგნიდან მოვაყარე მარილი (მსხვილი) და დავალაგე ფოლგიან "ჟარონაზე ". მოვიწყვე შუაზე გაჭრილი პომიდორი, რამდებიმე კბილი ნიორი, როზმარინი, ბულგარული წიწაკა და ლიმონის ნაჭრები. მოვასხი ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და ბროწეულის მზა წვენი

ლამაზი და გემრიელი ბლინები სოკოთი

ეს არის ბლინები სოკოს უგემრიელესი შიგთავსით. თან ლამაზია, თან უფრო ჯანსაღი, ვიდრე გადახვეული და შემდეგ ტაფაზე ზეთში ყველა მხრიდან შემწვარი. მასალა ხის სოკო -500 გრ სულგუნი - 300 გრ ხახვი - 1 საშუალო ზომის დაფქული შავი პილპილი, მარილი მომზადება ბლინების ცომის რეცეპტი ნახეთ აქ. შიგთავსი კი მოამზადეთ ასე: კარგად გარეცხილ და დაწრეტილ სოკოს მოვბრაწავთ ზეთში ხახვთან ერთად. სოკო რომ მზად იქნება,

Top