თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Author: Tamara Mirianashvili (Page 2)

ხბოს ხორცის ჩაქაფული

ვინაიდან ჩვენს ბლოგზე საქართველოში ფართოდ გავრცელებული ტრადიციული კერძების სიმცირე შეინიშნება, ამიტომ გადავწყვიტე ჩემი ინგლისური პოსტი ჩაქაფულის შესახებ ქართულ ენაზეც მეთარგმნა ;) ფოტოები ძველია და გადაღებულია ტელეფონით :)   რა დაგჭირდებათ:  ხბოს ხორცი - 1 კგ თეთრი ღვინო - 200 გრ ტარხუნა - 200 გრ მწვანე ხახვი - 2-3 კონა ქინძი - 200 გრ ტყემალი - 100 გრ მარილი/პილპილი გემოვნებით  მივყვეთ ფოტოებს  1. დაჭერით ხბოს ხორცი პატარა

ცხელი შოკოლადი დარიჩინით

ამ ღვთაებრივ სასმელს სწორედ იმ მაიას ტომებს უნდა ვუმადლოდეთ, რომელთა წინასწარმეტყველების ახდენასაც ასე მონდომებით ველოდით 21 დეკემბერს. ;) მიუხედავად იმისა რომ სასმელმა მრავალი ცვლილება განიცადა, ითვლება რომ სწორედ მაიას ტომებმა დაიწყეს პირველად მისი მომზადება ჯერ კიდევ 2000 წლის წინ, რასაც სხვადასხვა დროს გაკეთებული აღმოჩენებიც ადასტურებს, მაიას იეროგლიფების, შოკოლადის ნარჩენებიანი დოქების სახით. XV

გოგრის და ბროკოლის კრემ-სუპი

ვიფიქრე რომ ახალი წლის "ჭამა-სმა დიდად შესარგი"-ს შემდეგ, რამე მსუბუქი წვნიანი არ იქნებოდა ურიგო. ამისთვის მოვხარშე ის გოგრა რომლის მოხარშვაც ახალ წელს დამეზარა (თან სად იყო მაგის ადგილი) და ასევე მაცივრის შიგთავსის გადახედვისას ბროკოლის ერთი თავიც აღმოვაჩინე. :D დაგჭირდებათ:  4-5 საშუალო ნაჭერი მოხარშული გოგრა 1 თავი ბროკოლი 4 კბილი ნიორი 1 თავი ხახვი 400 გრამი პომიდორის წვენი (ან

ბოსტნეულის ბრაწულა – სამარხვო და ვეგეტარიანული

ვინც დიეტობს ან მარხვაზეა საგონებელში ვარდება ხოლმე, როდესაც საქმე ჯანსაღ კვებაზე მიდგება; აქ ხომ მნიშვნელოვანი შეზღუდვებია, საკვები მცირე რაოდენობით უნდა მიიღოთ, ცხოველური ცხიმები გამორიცხოთ და უფრო მკაცრი დიეტის დროს კი მარილიც კი ამოიღოთ. არჩევანი საკმაოდ შეზღუდულია მათთვის ვინც რაიმე მიზეზით იცავს დიეტას, განსაკუთრებით კი ბოსტნეულის დღეებში, რა მოვამზადოთ ბოსტნეულით  და ა.შ.

ბამი – სასარგებლო და გემრიელი

დღეს აღმოვაჩინე რომ კერძი, რომელიც ეგვიპტეში ძალიან მომეწონა, მზადდება ბოსტნეულისგან სახელად ბამი; აღმოვაჩინე სრულიად შემთხვევით, ფეისბუქზე ჩემი მეგობრის ამ საინტერესო ბოსტნეულის შესახებ ჩანაწერის სახით. მაშ ასე, უცვლელად გთავაზობთ საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობის თავმჯდომარის, ანდრო ხეთერელის სტატიას ბამის შესახებ და ასევე რეცეპტს "ბამი ეგვიპტურად". –––––––– ბამი მწვანე ფერის და კონუსისებრი ფორმის ბოსტნეულია. ძირითადად იგი იწარმოება თბილი

ბოსტნეულის სალათი

მარტივი და მსუბუქი სალათი მათთვის ვინც დიეტობს ანუ ჩემი დიეტის ერთ-ერთი მორიგი, ბოსტნეულის დღის ნამოღვაწარი :D დაგჭირდებათ:  3-4 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი 200 გრამი - პომიდორი ჩერი 1 დიდი კონა კამა 1 დიდი თავი ხახვი 2 სუფრის კოვზი ზეთისხილის ზეთი მარილი და შავი პილპილი გემოვნებით. ---------    

გლინტვეინი

ცხელი ჩაი ცხელი ყავა ცხელი კაკაო ცხელი შოკოლადი ეს ყველაფერი ძალიან კარგია და მეც ძალიან მიყვარს, თუმცა მგონია რომ ცივ ზამთარს ისე არაფერი უხდება, როგორც ცხელი გლინტვეინი.  თან რა მარტივია გაკეთება, თან რა სასიამოვნო პროცესია, როცა ცხელ, სურნელოვან სითხეს თავს დასტრიალებ და გაყინულ ჰაერს შერეული მიხაკ-დარიჩინის სურნელი უკვე სულს გითბობს. გჭირდებათ ღვინო, რომელიც დარწმუნებული ვარ

ზაფხულის ტოლმა

რადგან ამ ტიპის ტოლმა ასეთი სახელით არის გავრცელებული, დავტოვე როგორც არის. ზოგადად კი ამ კერძს მრავალი ქვეყნის სამზარეულოში შეხვდებით სხვადასხვა ფორმით და მომზადების წესით. გავრცელებულია აზიაში, მათ შორის კავკასიის რეგიონის ქვეყნებში. Dolmak გახლავთ ზმნა თურქულ ენაში და ნიშნავს დატენვას, რაღაცით დატენილს. თურქეთში, საბერძნეთში უფრო პოპულარულია ვაზის ფოთოლში გახვეული ტოლმა, ასევე მეზობელ

ლობიო ყველას მჯობიო

სამზარეულოში ჯერ ისევ ქონდარის სურნელი ტრიალებდა, როდესაც ამ პოსტის წერა დავიწყე. ალბათ ვიღაც იკითხავს, რა საჭიროა ასეთი მარტივი კერძისთვის რეცეპტი, მაგრამ რატომაც არა, იყოს, იქნებ ვინმეს გამოადგეს. ლობიოს წვნიანი პირადად ჩემთვის ის კერძია, რომლის გასახსენებლად და შემდეგ გასაკეთებლად მარხვის დაწყება არ არის საკვანძო პრიორიტეტი. აბა ასე განსაჯეთ, სჭირდება კახელს მარხვა

ღვიძლის სალათი

უკვე 1 კვირაა ვიცავ კვების რეჟიმს და ყურადღებას ვაქცევ ჩემს რაციონს, ანუ დღის განმავლობაში მსუბუქად და რამდენჯერმე ვიკვებები (თურმე შესაძლებელი ყოფილა, მიუხედავად დაძაბული სამუშაო გრაფიკისა). დღევანდელ მენიუში გულ-ღვიძლის სალათი მაქვს, რომელსაც თქვენც გიზიარებთ. :) მოვხარშოთ გულ–ღვიძლი და სტაფილო (ცალცალკე) და დავჭრათ სასურველი ფორმის და ზომის ნაჭრებად.მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში, რეჰანი და ბულგარული

ქართული სახელდახელო: შანთრაქი

კვერცხის შეწვა უმარტივესია, თუმცა არსებობენ ადამიანები რომლებსაც ეს არასოდეს გაუკეთებიათ. ყველამ იცით ე.წ. "გლაზუნიები" (Глазунья), მაგრამ იცით როგორ არის ქართულად? ან სიტყვის ქართულ წარმოშობაზე თავს ვერ დავდებ, თუმცა ასე უწოდებდნენ ძველად ამ კერძს. კერძი და სახელწოდებაც ქართველთა ამხანაგობის გამოცემულ წიგნში ვიპოვე, რომელიც 1903 წლით თარიღდება. რეცეპტს გთავაზობთ სტილის დაცვით: "სამი სტოლის კოვზი ერბო გააცხელეთ

Á la მჭადი

დიდი ხანია ამ პოსტის დაწერა მინდა, მაგრამ ვერ ვახერხებდი, პრინციპში მას შემდეგ, რაც შევიძინე ახალი კულინარიული ჟურნალი  "გემრიელი" . თუმცა, ისეთი ფურშეტი არ გამოვიდა, როგორიც ჟურნალის ყდიდან შემომციცინებდა, პირველ რიგში კი იმის გამო რომ შესაბამისი ზომის ფორმები ვერ ვიშოვე და ამ პაწაწინა მაფინის ფორმებით  "ვითამაშე". თავისუფალი დრო მქონდა, თორემ ისე ამას არ ვცდიდი,

Top