თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Author: Tamara Mirianashvili

ჩახოხბილი

კერძის სახელწოდებას თუ დავუჯერებთ, სავარაუდოდ, ჩახოხბილის თავდაპირველ ვერსიას ხოხობი შეეწირა, თუმცა არც ისეთი ძველი მგონია, ამ კერძის პირველწყარო თერმულ წყლებში ჩავარდნილი ხოხობი ყოფილიყო. რაც შეეხება პომიდორს, როგორც ვიცით, მისი სამშობლო სამხრეთ ამერიკაა და ქართულ წყაროებში XVIII საუკუნის II ნახევრიდან ვხედავთ. ამგვარად, თუ ეს კერძი უფრო ადრეც არსებობდა, ჩვენი წინაპრები მას პომიდორის გარეშე

ფეტუჩინი “კრაკოვით”

როდესაც ბევრი დრო არ გაქვთ და საშუალო სიმძიმით გშიათ, მარტივი კერძების დროა, ზედმეტი ფილოსოფიის და მთელი დღე სამზარეულოში ტრიალის გარეშე. პასტისგან მომზადებული კერძების დიდი უმრავლესობა კი, სწორედ ასეთ კატეგორიას მიეკუთვნება. სპაგეტი, ფეტუჩინი, ფარფალე და სხვა სახეობები,  არ არის რთული საშოვნელი, ადგილობრივ მაღაზიებში უკვე საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია, აღარ არის ისე, რომ

გურული ღვეზელი

ცხობის დიდი მოტრფიალე არ ვარ, დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს, თონიდან ამოტანილი ცომიც არ არის გამოსავალი, ისეთი ცხვება მკვდარს რომ ესროლო, წამოაყენებს. და ამჯერად, იყივლა რა ჩემში არარსებულმა გურულმა სისხლმა და შობის დადგომამდე ერთი საათით ადრე, გურული ღვეზელის გამოცხობის სურვილმა წამომიარა, საფუარიანი ცომი ეგრევე გამოვრიცხე. მივაგენი კეფირიან, მაცივრიან რეცეპტს,

ყაბაყი ქათმის ხორცით

ვაგრძელებთ რა დიეტის და სიმარტივის ზეიმს, დღეს მენიუში გვაქვს ყაბაყი ქათმის ბაყვებით. რასაკვირველია შემეძლო ქათმის სხვა ნაწილიც ამერჩია, მაგრამ გაუყინავ ვერსიებში ეს ნაწილი ჰქონდათ იმ მომენტში. მოვხარშოთ ბაყვები. დავჭრათ ხახვი, გავრეცხოთ და მრგვლად დავჭრათ ყაბაყი. პომიდორი გათალეთ (მდუღარე გადაავლეთ და უფრო ადვილია), დასრისეთ, ან გახეხეთ ან დაჭერით, მოკლედ, როგორც გინდათ.  ავიღოთ

დუკანის მჭადი ყვავილოვანი კომბოსტოსგან

ცოტა ხნის წინს ინტერნეტში ვნახე ვიდეო, "როგორ მოვამზადოთ ყვავილოვანი კომბოსტოსგან პიცა", და ვიფიქრე, რადგან დუკანის დიეტას ვიცავ, ბოსტნეულის დღეებში პიცა ხომ არ გამეკეთებინა მეთქი. მერე, ცოტა კიდევ დავფიქრდი და ვიფიქრე, თუ პიცა გამოდის, მჭადი რატომ არ გამოვა მეთქი? ხოდა შევუდექი ჯადოქრობას, დიახ, ჯადოქრობაა აბა რა არის, ყვავილოვანი კომბოსტოსგან მჭადის გამოცხობა რომ

ლობიანი მარტივად

lobio

მგონი, ამ ბლოგზე ჩემს ყველა რეცეპტს ბოლოში მოყვება სიტყვა "მარტივად", განა ზარმაცი ვარ, უბრალოდ, როდესაც ბევრი დრო არ მაქვს ხოლმე, მირჩევნია მომზადების სწრაფი და მარტივი გზები ვიპოვო. ამიტომ, შემოდგით ლობიო მოსახარშად და უახლოესი თონისკენ გაემართეთ ცომის ამოსატანად. ცომი ამოიღეთ ცელოფნის პარკიდან და გადაიტანეთ თასში, ზემოდან ცოტა ფქვილი მოაყარეთ, ჩაის ტილო გადააფარეთ

მიდიები ბათუმურად

ყველაფერი სიყვარულით უნდა აკეთო, კერძები კი განსაკუთრებით; გემოს ხომ ინგრედიენტები არ ქმნის, გემოს ქმნის ის ადამიანი, ვინც კერძს აკეთებს და ეს ყველაფერი გაჯერებულია იმ ადამიანების სიყვარულით, ვისთვისაც კერძი მზადდება. მე არ ვიცი, როგორი სიყვარულით იყო გაჯერებული, ის პირველი მიდია, რომელიც სტამბოლის ყველაზე გრძელ ქუჩაზე გავსინჯე, მაგრამ ფაქტია მოვინუსხე, მარმარილოს ზღვიდან ბედნიერებამაც

პასტა ფუზილის გრილი სალათი

ეს სალათი პირველად ჩემმა მეგობარმა მომიმზადა და გამაცნო როგორც გერმანული სალათი.  სალათის მეგობრისეულ ვერსიას ასევე ჰქონდა წვრილად დაჭრილი ძეხვი და მაიონეზი.  მე ამ ორი ინგრედიენტის გამოკლებით მოვამზადე, თუმცა თქვენი გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ დაუმატოთ ძეხვი ან ქათმის ხორცი, ასევე მაიონეზი ან შეკმაზული არაჟანი. სალათის მომზადება ძალიან მარტივად შეგიძლიათ. ერთი შეკვრა (500 გრამი)

მწვანე ლობიო პომიდორით [Video]

წლებია სოფელში კაპიტალურად არ დამისვენია, წელს როგორც იქნა ერთი კვირა გამოვნახე ამ ამბავისთვის და ანაგას ვესტუმრე. კოღო-ბუზების აქტიურობას თუ არ ჩავთვლით, სოფელში დასვენება როგორც წესი პასიური დასვენების ტიპს მიეკუთვნება და ძირითადად საღამოობით სეირნობით, წიგნის კითხვით, ფილმების ყურებით და მზარეულობით შემოიფარგლება. როგორც მიხვდით მეც ამ უკანასკნელ ნაწილზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას :) თავისუფალი

ტომატის სუპი

ზაფხულის ნეტარ ხვატს ერთი გემრიელი ცხელი სუპი თუ არ შევაშველეთ, რაა მამული?!  :) ცხელი, ქაფქაფა სუპისთვის დაგჭირდებათ: სტაფილო - 2 ცალი ნიახური - 2/3 ღერი ხახვი - 2 საშუალო ზომის თავი ნიორი - 2 კბილი ზეთისხილის ზეთი - 3 სუფრის კოვზი ქათმის ან ბოსტნეულის მშრალი ბულიონი - 2 კუბიკი ტომატის პიურე -  200 გრამი პომიდორი - 3 - 4

ტოლმის ფესტივალი თბილისში

დღეს თბილისში ტოლმის ფესტივალი ჩატარდა, რომლის ორგანიზატორი გახლდათ საქართველოს სომეხ ქალთა კავშირი "შუშანიკ", სომხური კულტურის ცენტრის მხარდაჭერით. მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალის განაცხადში ხაზგასმით იყო მითითებული ღონისძიების მიზანი - "სომხური ტრადიციული კერძების პოპულარიზაცია", მე მაინც თავს შევიკავებ იმის მტკიცებისგან რომ ტოლმა სომხური კერძია (ან არ არის) და უბრალოდ აღვნიშნავ რომ ეს იყო

გახეხილი კარტოფილის ბრაწულა [Video]

"უბრალოდ შემწვარი კარტოფილით შენ ვერ გაგაოცებო", - მითხრა და ჩემი მეგობარი   კერძის მომზადებას ბებიის რეცეპტის მიხედვით შეუდგა. სიმართლე გითხრათ, არც ფოტო და არც ვიდეო გადაღება გეგმაში არ გვქონდა, ჯერ ფოტო გადაღებით დავიწყე, შემდეგ (საბედნიეროდ მალე) წამომეწია იდეა რომ ვიდეო რეცეპტიც ჩაგვეწერა. მოდით ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ ფოტოებს და შემდეგ ვიდეოს :)    პირველ რიგში, ბოსტნეულის სახეხზე გახეხეთ გაფცქვნილი,

Top