თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Author: Fiqria Goginashvili

სახლი მადათოვზე

ამჯერად ჩემს ობიექტივში „სახლი მადათოვზე“ მოხვდა, ახლად გახსნილი რესტორანი ძველ პლეხანოვზე (აღმაშენებლის 23). რა მომეწონა? მოდიფიცირებული კერძები ქართული სამზარეულოდან, საინტერესო და ჯანსაღი დესერტები. უფრო დეტალურად კი, აღნიშვნის ღირსია იხვის ტოლმა, რომელსაც ჩემდა გასაკვირად, ჩვეულებრივი ვაზის ფოთლის ტოლმის გემო აქვს, ოდნავ მშრალ ხორცს თუ არ ჩავთვლით. თან, ცოტა არ იყოს და, ცოტააა. ხაჭაპური კეცზე,

ბაბოს ხინკალი კახეთიდან

ხინკალი ყველას უყვარს, ქართველს თუ უცხოელს, ხორცის თუ ყველის, ხაჭოთი თუ კარტოფილით, მწვანილით თუ უმწვანილო, პრიალა ცომით და თუ მთაში მოზელილი რუხი ფქვილით, წვნიანი თუ ერბოში ამოვლებული. ამაზე დავა უსასრულოდ შეიძლება, თვით ბრიტანელმა მეცნიერებმაც კი ვერ დაადგინეს, რომელია ყველაზე ნამდვილი, ყველაზე გემრიელი, ყველაზე ზუსტი რეცეპტი და სად შეიძლება ყველაზე კარგი ხინკლის ჭამა. რატატუის

სხვანაირი ყიყლიყო

ეს რეცეპტი ისეთი მარტივია, კარგა ხანს ვყოყმანობდი, ღირდა თუ არა გამოქვეყნება. თუმცა, დამწყებებს გამოადგებათ, გემრიელია, ზომიერად კალორიული და სასარგებლოც. თან ჩემსავით თუ დრო არ გყოფნით და სულ გეჩქარებათ, ნამდვილი მისწრებაა. მაშ ასე, ყიყლიყო. ცოტა მოდიფიცირებული ვერსიით :) ავიღოთ ორი კვერცხი (ან რამდენიც გშიათ იმდენი) ავთქვიფოთ მწიკვ მარილთან და თუ გნებავთ, პილპილთან ერთად. შემდეგ

ყველაზე აჭარული აჭარული ხაჭაპური

მის გარეშე წარმოუდგენელია ზღვაზე შვებულება, ქობულეთი და ბათუმი.  მიხვდით ალბათ, საუბარია აჭარული სამზარეულოს ყველაზე აჭარულ, უკვე რეგიონის სიმბოლოდ ქცეულ აჭარულ ხაჭაპურზე. ლეგენდის თანახმად ასეთი ფორმა ჩვენი საყვარელი სასმუსნაოს შემქმნელს ზღვაში დანახულმა მეთევზის ნავმა ჩააგონა, კვერცხის გული კი ჩამავალი მზის სიმბოლოდ ჩაახალა. აი ასეთი ლამაზი ისტორია აქვს ამ კალორიების ბომბას :) ახლა კი

ბორანო – აჭარული ფონდიუ

ისევ ვაგრძელებთ აჭარული კულინარიის თემას (პოსტი 1.: "მალახტო - მწვანე ლობიო აჭარულად") ბორანო ცხიმში გამლღვალი აჭარული ყველია, რომელსაც "დაპწნილ ყველს" ეძახიან. ნამდვილი კალორიების ბომბია! ერთგვარ ქართულ ფონდიუდაც შეგვიძლია მოვიხსენიოთ, თუმცა, ისედაც მშვენიერი სახელი ჰქვია. მიუხედავად მაღალი ცხიმიანობისა, ბორანო უგემრიელესი რამაა, განსაკუთრებით, სოფლის კიტრ-პომიდორთან ერთად. მომზადებისას გამოიყენება იაღი, აჭარული მარილიანი კარაქი, იაღის არ

მალახტო – მწვანე ლობიო აჭარულად

რამდენიმე დღის წინ რატატუი აჭარის მაღალმთიანეთს ეწვია, რასაკვირველია ადგილობრივი კერძების გაცნობისა და დაგემოვნების მიზნით.  აჭარული სამზარეულო, მთის მკაცრი კლიმატის გამო, ცომეული და მაღალკალორიული, ცხიმის დიდი დოზით შემცველი საჭმელებით გამოირჩევა. რეცეპტი, რომელიც ახლა გვინდა  გაგაცნოთ, ერთგვარი გამონაკლისია. მსუბუქია, უჩვეულო  და სასიამოვნო გემოთი გამოირჩევა. დაგჭირდებათ: ნედლი მწვანე ლობიო, რაც უფრო ქორფა, მით უკეთესი 1კგ ცოცხალი

Top