თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Author: Ekateriné O Niani @ Ratatui.Me

ნიოკი ანუ ზარმაცა

ნიოკი ცომის პატარა ბურთებია, რომელსაც პურის ფქვილით, ან კარტოფილის შერევით ზელენ კვერცხთან და სხვადასხვა მწვანილეულთან, ან მის გარეშე. ფაქტიურად იგივე პასტაა, მაკარონი. ზარმაცა ჩვენებური ვარიანტი ყოფილა, საბჭოთა წარსულიდან, სადაც ცომში ხაჭოცაა შერეული. რადგან პასტაზეც ვგიჟდები, ცომზეც და ხაჭოზეც, როგორც კი ფეისბუქზე ახსენეს, გადავწყვიტე გაკეთება მეცადა. მომზადება: ვიყიდე 1 შეკვრა ხაჭო (200 გრ) დავუმატე კვერცხი 1

“ქოქოსის ზეთი საწამლავია” – რას ამტკიცებს ჰარვარდის პროფესორი?

ვერ გეტყვით, რამდენად უნდა ვენდოთ DailyMail-სა და თუნდაც ჰარვარდის პროფესორს, რომელმაც ეს ხმამაღალი განცხადება უბრალოდ ლექციაზე გააკეთა, მაგრამ ალბათ ურიგო მაინც არ იქნება, ქოქოსის ზეთის შესახებ ორიოდე განსხვავებული აზრიც ვიცოდეთ. დოქტორი კარინ მიშელსმა, რომელიც ჰარვარდის T.H. Chan-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის პროფესორი და ფრაიბურგის უნივერსიტეტის კიბოს კვლევის ცენტრის ხელმძღვანელია, 50-წუთიან ლექციაზე ამ

უგემრიელესი გოზინაყი კვახის კაკლით

ახლა გაგიზიარებთ როგორ გააკეთოთ საოცარი გოზინაყი, უნიგვზოდ. ნიგვზის გოზინაყი უპირობოდ გოზინაყთა მეფეა, მაგრამ ვინ გვიშლის სხვანაირიც გავაკეთოთ? აქვე გეტყვით, რომ მზესუმზირითაც ვცადე და დიდი ვერაფერი. კარგი საკნატუნო რამეა, მაგრამ ხალვის გემო აქვს, ახალი და საინტერესო არაფერია. აი გოგრის თესლით, ანუ როგორც დასავლეთ საქართველოში იტყვიან - კვახის კაკლით და გნებავთ "წერეთლის მწვადებით"

ქვენტინ ტარანტინოს ვიდეორეცეპტები

ნახეთ გენიალური ვიდეო, როგორი იქნებოდა ვიდეორეცეპტები, ქვენტინ ტარანტინოს რომ გადაეღო!

კვახის სუპი ჯანჯაფილით

სულ მინდოდა ისეთი კვახის სუპი გამეკეთებინა, გერმანიაში რომ აკეთებენ. ქეთიმ რეცეპტი გამომიგზავნა და გამომივიდა. ვუალა! რა მარტივი ყოფილა. თან იაფი. მოკლედ, დაბლენდერებული სუპები და კრემსუპები ვოსაც გიყვართ, სცადეთ. მართლა ადვილია. ოღონდ კარგი ჭიქა-ბლენდერია საჭირო. დაგჭირდებათ: კვახი, ანუ გოგრა - 1 კგ სტაფილო - 3 ც ხახვი - 1 საშუალო ნიორი - 2 კბილი ზეთი - 2 კოვზი ჯანჯაფილის

7 რამ, რაც აუცილებლად უნდა გასინჯო იტალიაში

იტალიაში მოგზაურობისას ერთერთი ყველაზე დიდი სირთულე ისაა, რომ ყველაფრის შეჭმას ვერ მოახერხებ. არც დრო გეყოფა ამისთვის და არც ადგილი კუჭში. თუმცა, არის რაღაც, რაც აუცილებლად უნდა გასინჯო იქ. არავითარი მაკდონალდსები, სტარბაქსები (რომელმაც უკვე იტალიაშიც შეაღწია!) და სხვა ფასთფუდები. იტალიაში აუცილებლად უნდა ჭამო: 1. პიცა ნეაპოლიტანური თუ რომანული, უფრო სქელი ცომით და პატარა, თუ

ოსაკაში ქართული ღვინის ბარ-რესტორანი გაიხსნა

სულ რამდენიმე დღის წინ იაპონიაში, ოსაკაში ქართული ღვინის ბარ-რესტორანი გაიხსნა. ქართული გემო და იაპონური სტილი თურმე ერთმანეთს მშვენივრად ეხამება. ამ ყველაფრის შესახებ მარიამ ინაბასგან გავიგეთ და ის დღეს ჩვენი ბლოგის სტუმარია. საიდან სად? - მე მარიამ ინაბა ვარ,  ერთ დროს - მარიამ ბეჟანიშვილი 😀 იაპონიაში 2013 წელს, იაპონიის განათლების სამინისტროს პროგრამით, სრული დაფინანსებით

ხილის ყინული თქვენთვის და ბავშვებისთვის

ზაფხული არის ნაყინის სეზონი. კონდიციონერთან თუ ქუჩაში, ნაყინი და გაზიანი სასმელი ფაქტიურად სულ გჭირდება. ჰოდა ეს ყველაფერი კალორიებია და არც ისე ჯანსაღი. სახლისთვის შეგიძლიათ ასეთი ალტერნატივა გააკეთოთ: 1. ყიდულობთ ხილს (ვაშლატამა, ნესვი, მარწყვი, კენკრა, რაც გნებავთ) 2. ყიდულობთ ერთჯერად ჭიქებს, ოღონდ პატარებს. თუ იპოვით, ხის ჯოხებსაც 3. აბლენდერებთ ხილს რაც შეიძლება კარგად, ერგვაროვან ფაფამდე 4.

სახელდახელო პენე სტაფილოთი

როცა სახლში იშვიათად ჭამ, სრულიად შესაძლებელია მოხვიდე და აღმოაჩინო, რომ მაცივარი ცარიელი გაქვს. რაც დარჩენილია იქიდან კი ერთმანეთს თითქმის არაფერი ეწყობა. რამეს თუ გამოიძახებ, 1 საათია ლოდინი მაინც მოგიწევს. ისევ ჯობია რაიმე სახელდახელო მოიფიქრო. ზუსტად ასეთი სახელდახელოა ეს კერძიც. ცარიელ მაცივარში აღმოჩენილი ორიოდე სტაფილო წვრილად დავჭერი და ცოტა კარაქში შევბრაწე. პენე იქვე მოვხარშე (ალ

საზამთროს და ნესვის სალათი მარილით და ბაზილიკით

სათაურში ყველაფერი წერია და მეტი როგორღა აღვწერო რეცეპტი, ვფიქრობ. ალბათ უბრალოდ უნდა დაგარწმუნოთ, რომ გასინჯოთ. თუ ნესვი მარილით გიყვართ, ეს სალათიც აუცილებლად მოგეწონებათ. ჭრი ნესვს და საზამთროს პატარა კუბიკებად, აყრი მარილს და აფრქვევ გამხმარ ბაზილიკს. სულ ესაა. ვინც სკეპტიკურად უყურებთ, გაგახსენებთ, რომ პომიდორიც ბოსტანში იზრდება, იქვე საზამთროსა და ნესვის გვერდით და აუცილებლად ხილი

5 რამ, რაც აუცილებლად უნდა გასინჯო სვანეთში

ხანდახან გენიალურობა რომ სიმარტივეშია, ამაზე ჯერ კიდევ საუკუნეების წინ შეთანხმდნენ. სვანურ საჭმელს რომ გასინჯავ, ეს ფრაზა აუცილებლად გაგახსენდება: ნაკლებად კრეატიული, მაგრამ ძალიან გემრიელი. სვანური კერძების უმრავლესობა კარტოფილი, ყველისა და ცომის ვარიაციებია. ყველი მჭადის ცომში, ყველი კარტოფილში, ყველი და კარტოფილი ცომში და ა.შ. მიზეზი გასაგებია. ზღვის დონიდან 2000 და მეტი მეტრის სიმაღლეზე

მოხალული ნუში როზმარინით – ენერგიისთვის

ნუში ძალიან სასარგებლოა. როგორც თხილეულთა უმეტესობა, ენერგიის წყაროც არის. შეგიძლია შენ თვითონ მოხალო სასურველ სურნელებსა  და არომატებში. ტკბილი და კარამელიზებული გადასარევია, მაგრამ სუოერკალორიული. ამიტომ მარილიანი ვერსია ვცადე.  მინდა გითხრათ, რომ მარილსაც გვარიანად ისრუტავს, მაგრამ მშრალზე ჩამოიფერთხება. 2 ჭიქა ნუშზე 2 სუფრის კოვზი მარილი, ამდენივე ხმელი როზმარინი და ნახევარი ჩაის კოვზი შავი პილპილია საჭირო.  რეცეპტის

Top