ატმის სორბე კონიაკით |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > დესერტი > ატმის სორბე კონიაკით

ატმის სორბე კონიაკით

ხილის სორბე ნაყინზე მეტად მიყვარს და პერიოდულად ვამზადებ ხოლმე. უფრო მსუბუქია, ნაკლებკალორიული და არომატული. ატმის სორბეს კონიაკი ძალიან მოუხდა, არაჩვეულებრივი კომბინაციაა. განსაკუთრებით გემრიელი გამოდის შემოდგომის ატმით, აგვისტოს ბოლოს რომ მწიფდება და სექტემბრის ბოლომდე იყიდება ხოლმე :) ასეთი ატამი განსაკუთრებულად სურნელოვანი და გემრიელია.  თუმცა ნურც ახლა შეიკავებთ თავს მისი მომზადებისგან, ბაზარში თუ მაღაზიებში არაჩვეულებრივი, ყვითელი, სურნელოვანი ატმები იყიდება :)

sorbe

 

400 გ გარჩეული, დაჭრილი ატამი

70 გ შაქარი

70 გ წყალი

1 ს.კ კონიაკი

ვანილიანი შაქარი

 

ატამი ბლენდერში აქციეთ პიურედ.

შაქრით და წყლით მოამზადეთ სეროფი: ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 3-5 წთ

სეროფი ჩაასხით ბლენდერში ატამთან და ათქვიფეთ. ბოლოს დაამატეთ ვანილი და კონიაკი, ერთხელაც დააბლენდერეთ და გადაიტანეთ ჭურჭელში, რომლითაც გაყინავთ. პერიოდულად ამოურიეთ გაყინვამდე. სასურველია, თუ უკვე გაყინულს ერთხელაც დააბლენდერებთ და შემდეგ მიიტანთ სუფრაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

One thought on “ატმის სორბე კონიაკით

  1. მე ლიმონჩელოთი გავაკეთე, სცადეთ, არ ინანებთ ;)

Leave a Reply

Top