თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > ღუმელში შემწვარი არომატული ყვავილოვანი კომბოსტო

ღუმელში შემწვარი არომატული ყვავილოვანი კომბოსტო

ჩემდა გასაკვირად, ეს მშვენიერი, უპრეტენზიო ბოსტნეული ბევრს არ უყვარს. არა და მისგან ნამდვილად შეიძლება გემრიელი კერძების მომზადება! აი ერთ-ერთი მათგანიც :)

yvavilovani kombosto

რა დაგჭირდებათ ამ კერძის მოსამზადებლად?

  •  1 საშუალო თავი ყვავილოვანი კომბოსტო
  • 1 ლიმონის ცედრა
  • 2 კბილი ნიორი
  • 3 ს.კ ზეთი
  • 1 ჩ.კ მდოგვი
  • მარილი
  • პილპილი
  • 1/3 ჭიქა დაფქული პური
  • 50 გ ყველი ჩედარი (ან სხვა სასურველი ყველი)

კომბოსტო შეგვიძლია წინასწარ მოვწალოთ მდუღარეში 2 წუთი, ან პირდაპირ უმად გამოვიყენოთ.

ლიმონის ცედრა, ზეთი, მდოგვი, დაჭყლეტილი ნიორი, მარილი და პილპილი კარგად ავურიოთ.

ყვავილედებად დანაწევრებული კომბოსტოს მოვასხათ სოუსი, მოვაყაროთ ყველი და საფანელი (დაფქული პური). გადავიტანოთ ტაფაში და შევწვათ ღუმელში 180 გრადუსზე 20-25 წუთი

yvavilovani

ფოტოზე ჩანს რომ ლიმონის ნაცვლად ლაიმს ვიყენებ. იმიტომ რომ აქ, სადაც ახლა ვცხოვრობ ლაიმი ლიმონზე ბევრად იაფი ღირს :)  მისი არომატი ლიმონზე ბევრად ნაზია, მაგრამ ჩანაცვლება თავისუფლად შეიძლება. იგივეს თქმა შემიძლია ჩედარზეც, რომელიც აქ ასევე ძალიან იაფია, საქართველოსგან განსხვავებით. სიმართლე გითხრათ, მისი გემო სულაც არაა რაღაც სასწაული და განმსაზღვრელი, ამიტომ თამამად ჩაანაცვლეთ კარგი ქართული სულგუნით ან სხვა ყველით, შეგიძლიათ მეტიც დაახეხოთ – კარგი ყველი არასოდესაა ბევრი!

გემრიელად მიირთვით!

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top