არომატული სააღდგომო ნამცხვრები |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > სხვადასხვა > არომატული სააღდგომო ნამცხვრები

არომატული სააღდგომო ნამცხვრები

ინგრედიენტები
  • 150 გ. ფქვილი
  • 125 გ. შაქრის ფხვნილი
  • 125 გ. კარაქი
  • 25 გ. თაფლი
  • 1 კვერცხი
  • 1 ჩ. კ. წვერით ილი
  • 1 ჩ.კ. წვერით მიხაკ-დარიჩინი
  • 1 ჩ.კ. წვერით ჯინჯერი (იგივე ჯანჯაფილი, კოჭა)
  • 1 ჩ.კ.წ. მუსკატის კაკალი
  • ვანილი, ცოტა მარილი



მომზადება

დარბილებულ კარაქს შევურიოთ ყველა სხვა ინგრედიენტი და კარგად ავზილოთ, რომ ერთანი მასა მივიღოთ. გადავახვიოთ გრძლად საკონდიტრო ცელოფანში და ნახევარი საათით შევდოთ საყინულეში ან 3 საათით მაცივარში.

გავაცხელოთ გაზქურა 180 გრადუსზე.
გამოვიღოთ გადახვეული ცომი და დავჭრათ დაახლოებით 1.5 სმ  სისქეზე. დავაწყოთ ღუმელის საცხობ ტაფაზე და 12 წთ გამოვაცხოთ.

სურვილისამებრ ვაყრით ზევიდან შაქარს.

გემრიელად მიირთვით :)

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top