არომატული კარტოფილი |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბოსტნეული > არომატული კარტოფილი

არომატული კარტოფილი

ამ სახით მომზადებული კარტოფილი გარდა იმისა რომ ძალიან გემრიელია, კარგი ალტერნატივაა, თუ კი  უბრალოდ შემწვარი  კარტოფილი მოგბეზრდებათ. ამასთან, სტუმრებსაც ძალიან მოსწონთ ხოლმე, როცა გარნირად მიმაქვს რაიმე შემწვარ ხორცეულთან.

კარტოფილი მზადდება კანიანად, მით უფრო, თუ ახალია. საერთოდ, კარტოფილის კანი, პამიდვრის კანისგან განსხვავებით, ადვილად გადამუშავდება კუჭში და ორგანიზმისთვის მავნე არ არის (თუ დარწმუნებული ხართ კარტოფილის სიჯანსაღეში). მაგრამ ძველი კარტოფილის სქელი კანი თუ არ მოგწონთ, გაფცქვენით და მსხვილად დაჭერით.

1 კგ კარტოფილი, დაახლოებით

5-6 ს.კ ზეთი

1 სავსე ჩ.კ მდოგვი, დიჟონის, ნაკლებად ცხარე

1 პატარა ლიმონი

1 ჩ.კ. ორეგანო

1 ჩ.კ. წითელი მსხვილად დაფქული წიწაკა

1-2 კბილი ნიორი

მარილი

შეგიძლიათ ხმელი ქონდრის დამატებაც, ან ხმელი როზმარინის, გემოვნების მიხედვით.

 

კარტოფილი კარგად უნდა გარეცხოთ და  მოხარშოთ. თითქმის მზად რომ იქნება, გადაწურეთ, დაალაგეთ ღუმელის ფორმაში ერთმანეთთან მჭიდროდ და ხელის გულით მსუბუქად დააწექით. კარტოფილი უნდა გადასკდეს, მაგრამ არ დაიშალოს.

ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტები ერთმანეთს შეურიეთ

და კარტოფილს მოასხით, კარგად გაანაწილეთ, შეგიძლიათ ხელითაც გადაუსვათ კარტოფილებს სოუსი.

თუ კანის გარეშე ამზადებთ, გაფცქვნის შემდეგ კარტოფილები 2-ად ან 4-ად გაჭერით, მათი ზომის მიხედვით, ნოასხით სოუსი და კარგად ამოურიეთ.

შედგით 230 გრადუსზე გახურებულ ღუმელში რამდენიმე წუთით, სანამ ზემოდან მოიბრაწება და შეოქროსფრდება.

სულ ეს არის :) ლამაზია, მარტივი და გემრიელი :)

ფოტოზე მოცხარის საწებელთან ერთად

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top