თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 1-2 სთ > არაჟნის ტორტი

არაჟნის ტორტი

ეს ტორტი განსაკუთრებული გარეგნული მომხიბვლელობით არ გამოირჩევა, რადგან ვიწრო ოჯახური წრისთვის იყო განკუთვნილი და მორთვაზე თავი აღარ შევიწუხე, თუმცა გემრიელი ნამდვილადაა და თან საკმაოდ ხელმისაწვდომი და იაფი.

sadsd

  • 2 კვერცხი
  • 100 გ შაქარი
  • 50 მლ ზეთი
  • 230 გ ფქვილი
  • 30 გ კაკაო
  • 1 ჩ.კ სოდა
  • 200 მლ მდუღარე წყალი

კრემი:

  • 300 გ არაჟანი
  • 60 გ შაქარი
  • ვანილი
  • 1 ქილა კონსერვირებული ტროპიკული ხილი (ანანასი, მანგო, პაპაია)
  • 50 გ შოკოლადი

ფორმა 20 სმ დიამეტრი

arajnis tort

არაჟანი, შაქარი და ვანილი ავთქვიფოთ და გამოყენებამდე მაცივარში შევინახოთ. ეს არის კრემი.

ცომისთვის ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი მიქსერით. დავამატოთ ცხიმი. შემდეგ შევათქვიფოთ ფქვილი,  კაკაო და სოდა. ბოლოს დავამატოთ მდუღარე წყალი და კარგად ავთქვიფოთ. მიღებული ცომი გადავიტანოთ ფორმაში და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე დაახლოებით 30-35 წუთი.

გაცივების შემდეგ ბისკვიტი სამ ნაწილად გავჭრათ. წავუსვათ კრემი, დავალაგოთ ხილის ნაჭრები, კვლავ ცოტაოდენი კრემი და შემდეგ დავადოთ მეორე ფირფიტა. გავიმეოროთ იგივე პროცედურა. მესამე ფირფიტას  წავუსვათ კრემი და ქაოსურად მოვასხათ გამდნარი შოკოლადი.

შევდოთ მაცივარში რამდენიმე საათი.

*თუ ხილი დიდი ნაჭრებია, წინასაწრ დავჭრათ წვრილად.  თუ ვერ ნახავთ ხილის მიქსს, შესაძლოა გამოიყენოთ მხოლოდ 1 სახეობა ან სხვა ნებისმიერი სასურველი ხილი

arajnis torti

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

One thought on “არაჟნის ტორტი

Leave a Reply

Top