თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > Apfelkuchen – ვაშლის ნამცხვარი

Apfelkuchen – ვაშლის ნამცხვარი

Apfelkuchen – ვაშლის ნამცხვარი – ფორს მაჟორულ მდგომარეობაში აქტუალურია მარტივად მოსამზადებელი საკვები და რაც მთავარია ხელმისაწვდომი ინგრედიენტებით. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება დესერტს.
Apfelkuchen – ვაშლის ნამცხვრის გერმანული ვარიანტის გამოსაცხობად დაგჭირდებათ:
  • 1 ცალი ვაშლი
  • 1 ს/კ ლიმონის წვენი ან ცედრა
  • 115 გ კარაქი
  • 150 გ შაქარი
  • 3 კვერცხი
  • 180 გ ფქვილი
  • 10 გ გამაფხვიერებელი
  • ½ ჩ/კ მარილი
  • 125 მლ რძე
  • შაქრის პუდრა (მოსაყრელად)
  • საცხობი ფორმა – 28 სმ დიამეტრის 
 
  1. ვაშლი გავფცქვენი, დავჭერი უთხელესად და წინა საღამოს ჩემი ინიციატივით ჩავალაგე რაღაც ბერძნულ სასმელში, ასევე ძირითადი რეცეპტის გვერდის ავლით მოვაყარე დარიჩინიც (თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი ალკოჰოლი გამოიყენოთ, ან არ გამოიყენოთ).
  2. შაქარი და დარბილებული კარაქი მიქსერით გავთქვიფე.
  3. შაქარს/კარაქს დავუმატე კვერცხი, გამაფხვიერებელი, ჩავახეხე ცედრა, მარილი და ფქვილი;
  4. ცოტა ის ლიქიორიც ჩავასხი (რაშიც ვაშლი ჩავალბე წინა ღამით)
  5. ბოლოს დავამატე რძე.
  6. ჩავასხი წინასწარ გაპოხილ საცხობ ფორმაში და მოვრთე ვაშლით.
  7. ღუმელში გამოვაცხე 30 წუთის განმავლობაში (შეიძლება მეტი დაგჭირდეთ, ჩხირით აკონტროლეთ) 180C-ზე.
ძირითადი რეცეპტი: https://www.curiouscuisiniere.com/apfelkuchen-german-apple-cake/ 
 

კომენტარები

კომენტარი

Tamara Mirianashvili
თამარა არის Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, პროფესიონალი ფოტოგრაფი, მთარგმნელი (ინგლისური ენის სპეციალისტი) და ბლოგერი.
http://odelia.ge

Leave a Reply

Top